Digest Logo

„გიკრძალავთ ჩემ სახლში მოთრევას დაუპატიჟებლად ყველას, გავჩუმდი, შემჭამეს, ხმა ამოვიღე შემჭამეს...“ - რატომ მიუცვივდნენ ნათია ფანჯიკიძეს „ტვ პირველის“ ჟურნალისტები

1669718361
ნათია ფანჯიკიძე, გრიგოლია, მელაძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ტვ პირველის“ ჟურნალისტები სახლში მიუცვივდნენ და კარზე უბრახუნებდნენ. როგორც თავად წერს, ამ დროს ის სააბაზანოდან ახალი გამოსული იყო და პირსახოცით მდგომმა ჟურნალისტებს კარი ვერ გაუღო, თუმცა ისინი ადგილიდან არ იძვროდნენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ნათია ფანჯიკიძის პოსტს კომენტარებში ინგა გრიგოლიასა და ნოდარ მელაძის გამოხმაურებაც მოჰყვა.

„იმედის ჟურნალისტის ზარი მირჩევნია, თუ თქვენი ჟურნალისტის კარზე ბრახუნი, ავირჩიო?“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.

აღნიშნული პოსტის კომენტარებში ერთმანეთს ნათია ფანჯიკიძე, ნოდარ მელაძე და ინგა გრიგოლია დაუპირისპირდნენ.

ნათია ფანჯიკიძე: Nodar Meladze საყვარელო, ვინ გვანერვიულებს შენ, ან მე? ამჯერად რა ალყაა? რა ხდება?

ნოდარ მელაძე: რეესტრი ღიაა და მის ვებგვერდზე ყველა მონაცემი არის საჯარო.

ინგა გრიგოლია: ვერ მივხვდი, ნათია. „ტვ პირველიდან“ ჟურნალისტი რატომ მოგადგა, არ ვიცი. მე არ მეხება საინფორმაციო. არ ვიცი რა თემას აკეთებენ და რა კომენტარზე მოვიდნენ, ეს ერთი და მეორე - ჩემს მონიშვნას რა მიზანი აქვს შენი მხრიდან?

ნათია ფანჯიკიძე: კარზე არის ბრახუნი. შპს რაღაც აქაა? მე ვუთხარი გვერდით კარებში (არქიტექტურული ფირმაა და ვიფიქრე, მათ ეძებენ -მეთქი) იმათ უთხრეს ჩვენ არ ვართო და მიბრახუნებს ისევ - ტვ პირველიდან ვართ, ირაკლი ალასანიას მოძებნაში ვერ დაგვეხმარებით? მე ვუთხარი, ვერა, ძვირია ბილეთი ნიუ-იორკამდე და არ იცით ეს შპს რაღაც? მე ვუთხარი პირველად მესმის. მოკლედ დავურეკე ირაკლის და აღმოჩნდა, რომ ამ დასახელების შპს მართლა შეუქმნია, მაგრამ შპს არ მუშაობს. როგორც შექმნა, ისე მიაგდო და შესაბამისად მეც აზრზე არ ვიყავი. ჰო და სანამ არ ვიცი ამჯერად ვისი შეკვეთით, ან რით ვერ გავიწყდებით ვერცერთ მხარეს, დეტექტივს დაწერთ, თხოვნა მაქვს, კარს იქიდან რომ ვამბობ, ბოდიში, პირსახოცით ვარ და ვერ ვაღებ კარს, აი, ეგ იდუმალად მიხატ-მოხატოთ, რომ ჩემი მშვენიერი ხმა კოხტად ისმოდეს გამოსახულების გარეშე.

ნოდარ მელაძე: ნათია, კომპანია კრაფტოს ჯგუფის მისამართად რეგისტრირებულია ამაღლების ქუჩა 12 ბინა 38, რეესტრში წერია, რომ აქ არის კომპანიის მისამართი. მოვედით ოფისში და დაგვხვდა თქვენი ბინა. მგონი გასაგებად აგიხსენით. თქვენ თუ არ იცით, რომ თქვენს ბინაში კომპანიია რეგისტრირებული, ძალიან უცნაურია. რეესტრში მონაცემების რეგისტრაციის დროს მესაკუთრის თანხმობაა საჭირო.

ნათია ფანჯიკიძე: ძალიან მაინტერესებს, „დაპადიეზდება“ „კაი პონტია“? ბაბლო, არ ჩანს ხომ ჩემი სტატუსი კარგად? და კიდევ, სოლოლაკში ვცხოვრობ მე. გიკრძალავთ ჩემ სახლში მოთრევას დაუპატიჟებლად ყველას. Vato Tsereteli Vato Tsereteli გესმის ხომ? თუ დაგპატიჟო ყავაზე და გავიაროთ ეს საკითხი?და ნებისმიერ ფარისეველს მივმართავ - თუ სახლში ჩემთან შემოჭრა ყოველ დროს, ყველა მთავრობისას, ყველა „ოპოზიციის" მიერ ნებადართულია, ამ ორმაგი სტანდარტით სულ იმ წუმპეში ისხდებით, რასაც ვითომ ვითომ ებრძვით. გავჩუმდი, შემჭამეს, ხმა ამოვიღე შემჭამეს.. ამათი აგენტები ხომ ყველა არჩევნების თუ ყველა მიტინგის წამოწყებისას გარშემო მირბენენ და მზვერავენ და „აზრებს იკვლევენ".. თქვე საცოდავებო, ჩუმჩუმელა ხალხი არ ვართ ჩვენ. თუ რამეს დააპირებს, დავწერ. მანამდე მაცადეთ ვიცხოვრო ამ ქვეყანაში. ჩემი ოთხი ზრდასრულის და ერთი თინასგან შემდგარი ოჯახიდან სამი აშშ-ში მუშაობს. არ წავალ თქვენს ჯინაზე.

ვატო წერეთლის ნომერს მომწერს ვინმე თუ იმედის ჟურნალისტებს ვთხოვო, გამიგონ? თუ ავაჭრა და ჭუტას ვუბრახუნო, მეზობელია?

ნოდარ მელაძე: ნათია, ჟურნალისტი ეძებდა კომპანია კრატოს ჯგუფს, რომელიც აღმოჩნდა რომ თქვენს ბინაშია რეგისტრირებული.

ნათია ფანჯიკიძე: გინდაც კომპანიას რა უფლებით ადგები, თუ უკანონო არაფერია და მით უმეტეს, რომ მე არ ვიცოდი, თორემ თქვენ ნამდვილად გადასარევად იცით რომ როგორც დარეგისტრირდა, ისე გდია ეგ რაღაც კომპანია. კიდევ უკეთ იცით, რომ აქ ვცხოვრობ. და თუ აქამდე არ იცოდით, ახლა კარგად დაიმახსოვრეთ, რომ მე აქ ვცხოვრობ. ალბათ წერეთლებმაც არ იციან სად ვცხოვრობ ხომ?

პოსტის კომენტარებში დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. 

ასევე დაგაინტერესებთ👇

🎥 „თქვე ქათმებო, უღირსებო“ - რა ხდებოდა ეზოში, როდესაც მონაზონზე ძალადობაში ბრალდებულები გაჰყავდათ

🔵„სამსახურში არ გამოცხადების შემდეგ, ფაქტობრივად გარდაცვლილი იპოვეს. არ დანებდნენ ახალგაზრდა ექიმები და სასწაული მოხდა“ - რას წერს დიანა ხონელიძე

🔵„ზამთარი ლოს-ანჯელესში“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ნანუკა გოგიჩაიშვილი