
UFC-ის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუია პირველი საერთო შვილის მშობლები ცოტა ხნის წინ გახდნენ. წყვილს გოგონა შეეძინა, რომელსაც დედის სახელი, ჯორჯინა დაარქვეს.
ჯორჯინასთვის ეს პირველი შვილია, ილიას კი პირველი ქორწინებიდან უკვე ჰყავს ვაჟი.
პატარა ჯორჯინა დღეს, 29 ივლისს, ერთი წლის გახდა, დედამ კი მას სოციალურ ქსელში ემოციური სიტყვები მიუძღვნა:
„ერთი წელი და ცხრა თვე შენთან ერთად.
იმ წამიდან, რაც შენს არსებობაზე გავიგე, დაიწყო ჩემი გარდაქმნა ისეთ გზებზე, რაც მანამდე წარმოუდგენელი მეგონა. შენ დამანახვე, რომ სიყვარული ყველაფრის ძალაა და ყოველდღე მასწავლი, რომ საუკეთესო მემკვიდრეობა, რაც შემიძლია დაგიტოვო, ის არის — სადაც არ უნდა ვიყოთ, ყოველთვის შეგვიძლია ის ადგილი უკეთესად დავტოვოთ, ვიდრე დაგვხვდა.
შენ, ვინც დედად მაქციე და ჩემ ცხოვრებას კიდევ უფრო ღრმა „რატომ“-ი მიანიჭე.
შენ, ვინც პირველად რომ დაგინახე, მივხვდი — ჩემი ცხოვრება სამუდამოდ უკეთესი გახდა.
შენ, ვინც გაცილებით მეტი ხარ, ვიდრე ოდესმე მინატრია.
ჩემი ანგელოზი გოგოს სახით.
დღეს შენი პირველი დაბადების დღეა და მე ვაცხადებ შენთვის ცხოვრებას, რომელიც იქნება სავსე სიყვარულით, თავისუფლებით და სიუხვით — ცხოვრების ყველა სფეროში.
შენ, ჩემო მზის სხივო, ვინც ანათებ ჩემს სამყაროს.
მიყვარხარ უპირობოდ, ჩემო მამაცო, ჭკვიანო და ძლიერო გოგონა“, - წერს ჯორჯინა.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 თაკო ნაცვლიშვილი საბერძნეთში გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს - „ბედნიერი დღეები გქონდეს“
⭕„უსაყვარლესი ხარ“ - ნახეთ მარიამ სანოგოს ახალი ფოტოები
⭕მაკუნა ზედაშიძე ქმარ-შვილის ახალ ფოტოებს გვიზიარებს - „ვგიჟდები თქვენზე“