Digest Logo

„ჩემს ბავშვებთან მეც აღვნიშნავ ჰელოუინს, ვისაც გსურთ იმხიარულეთ!“ - რას წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე?

1698390706
ილია ჭიღლაძეილია ჭიღლაძე

ყოველი წლის ოქტომბრის ბოლოს ამერიკასა და ევროპაშიც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ჰელოუინის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ წარმართულ დღესასწაულს, საქართველოში უკვე ბოლო წლებია აქტიურად აღნიშნავენ.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე ჰელოუინის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მოსპო აღნიშნული დღესასწაულის მსგავსი ხალხური გასართობი „ჭიაკოკონობა“, რომელიც სასულიერო პირის განმარტებით „ჰელოუინს“ ქართული ანალოგი იყო.

მისივე განმარტებით, იგი თავის შვილებთან ერთად აღნიშნავს „ჰელოუინს“.

„ჰელოვინი ინგლისში ძალიან სამხიარულო და ხალხურ-საბავშვო თამაშია, რაღაცნაირად ჰგავს ჩვენს ჭიაკოკონობას, რომელიც ბოლო 20 წელში თითქმის სრულიად მოსპო გაბატონებულმა შიოლამადიდებლურმა ეკლესიამ და ასევე ჭონას:

ბავშვები დადიან კარდაკარ და იღებენ საჩუქრად ტკბილეულობას, ასევე არის ხუმრობები და სანახაობრივი წარმოდგენა - დეკორაციები.

ჩვენი საპატრიარქო რომ ასეთ საკითხზე ამხელა ყურადღებას იჩენს ამდენი წელია, მეტყველებს მათ დიდ პრიმიტივიზმზე და თეოლოგიური დონის დეფიციტზე.

მეორეს მხრივ, ამას კარგად იყენებენ დასავლეთის დემონიზაციისთვის და ფობიების გასაღრმავებლად.

ჩემი ბავშვები სხვა ბავშვებთან ერთად კარგად ერთობიან ხოლმე და მეც მათთან ერთად.

ასე რომ, ვისაც გსურთ, აღნიშნეთ ჰელოვინი და იმხიარულეთ!“,- წერს დეკანოზი.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ლელა წურწუმია ზაფხულის შემდეგ პირველი სოლო კონცერტისთვის ემზადება

🎥 „უპირობო სიყვარული, რა თქმა უნდა“ - მარიამ როინიშვილის აღზრდის მიდგომები

„მირჩევნია, ბედნიერი ვიყო ჩუმად“ – მარიტა როხვაძის სიყვარული ჭორებმა შეიწირა