
აჩიკო ბერიძე ბავშვობიდან მღერის და პოპულარობაც პატარა ასაკიდან მოსდევს, თუმცა ჯგუფმა „ალილომ“ და პროექტმა „მიმღერემ“ მისი ცნობადობა და საზოგადოების მისდამი სიყვარული სულ სხვა მასშტაბში აიყვანა.
აჩიკო ბერიძე რჩეულს ანა შამილაძეს დაბადების დღეს ულოცავს და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
„ჩემს ბავშვობას, მეგობარს, სიმშვიდეს, სიყვარულს და უსასრულობას, ანა შამილაძეს ვულოცავ დაბადების დღეს
მიყვარხარ … “, - წერს აჩიკო ბერიძე.
„ეს არის მართლა ისტორია, რომლებსაც ადამიანები სპექტაკლებისა და ფილმებისთვის სცენარებად წერენ. ჩვენ შემთხვევაში ეს ბუნებრივად გამოვიდა. ბაღშიც ერთად დავდიოდით და სკოლის პირველი კლასიდან ერთად მოვდივართ, თუმცა ჩვენი მჭიდრო ურთიერთობა უკავშირდება სტუდიას „ბავშვთა ოპერა“, სადაც უამრავი ბავშვი დადიოდა. იქ განსაკუთრებულად დავახლოვდით, ის იყო ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი, ჩემი მესაიდუმლე, ყველაფერს ვუყვებოდი, რაც ხდებოდა ჩემს ბავშვურ ცხოვრებაში. თუ ვინმე მაწყენინებდა, რამე მესიამოვნებოდა ან ვინმე მომეწონებოდა, ყველაფერს მას ვუმხელდი.
თავად ახლა ამბობს, რომ მისი პირველი სიყვარული ვიყავი, მაგრამ ისეთი ბავშვები ვიყავით, ამას ვერ გავუმხელდით ერთმანეთს. 15-16 წლამდე ჩვენი მეგობრობა გრძელდებოდა, მერე მე ჩემს გზაზე წავედი, აჩიკო – თავისაზე და იშვიათად ვნახულობდით ერთმანეთს. როცა აჭარის ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა, აჩიკოს ხშირად ვიწვევდით სტუმრად და თითქოს რაღაც მოხდა. ბოლო სტუმრობა იყო საკრალური, დამპატიჟა თავის საღამოზე. მე ბოლომდე მეგონა, რომ ეს მიწვევა მეგობრული იყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ მას შემდეგ, მესამე წელია, რაც ერთად ვართ… 32 წელია ვიცნობთ ერთმანეთს - გამოდის, რომ 29 წლის შემდეგ აჩიკო ბერიძემ თავისი პირველი სიყვარული დაიბრუნა.
მგონია, რომ ჩვენი სიყვარული უპირობოა. კონკრეტული მიზეზები, თუ რატომ მიყვარს და რატომ ვუყვარვარ, არ არსებობს. ეს სიყვარული ხომ 32 წლის წინ დაიწყო… ჩვენი სიყვარული არის ბავშვურიც და ზრდასრულიც. პირველი და მნიშვნელოვანი არის ნდობა. ჩვენთვის ერთგულება ძალიან მნიშვნელოვანია. ორივე ლომები ვართ ზოდიაქოთი. ერთგულებასა და ნდობაზე დგას ჩვენი ურთიერთობა. ნდობას მოჰყვება უამრავი ბენეფიტი, რომანტიზმი, ქალ-ვაჟური აღმაფრენები, როცა ნდობა არსებობს, წყვილს შორის ფუნდამენტური სიმშვიდეა, რომელზეც ბევრი რამის დაშენება შეიძლება…“, - ამბობდა ანა შამილაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით
⭕2025 წლის ტენდენციები - ცვლილებები, რომლებიც აქტუალური გახდა