ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„მე გეტყვით ერთ საიდუმლოებას:
როდესაც საშინელ ცილს დაგწამებენ, ისეთს, რომ არც დაგსიზმრებია...
აბა, მოსინჯეთ და ილოცეთ ამ ადამიანისათვის, ოღონდ გულწრფელად, ქრისტეს სიყვარულისათვის, ნახეთ რამხელა მადლს მიიღებთ, რამხელა სიხარულს მიიღებთ, გაოცდებით, რომ ასეთი რამის მერე, ლოცვაზე რომ დადგებით, ან წირვაზე რომ მოხვალ, ან მეორე დღე რომ გათენდება, რაღაც გიხარია, რაღაც კარგად ხარ სულიერად,
ლოცვის ყველა სიტყვა გულიდან ამოდის, მადლის განცდა გაქვს და ფიქრობ, რატომ?!
- იმიტომ, რომ ქრისტეს უერთგულე, როცა შენს თავლაფდამსხმელ ადამიანს, ცილის მწამებელს, მოძულეს, ეშმაკეულს და შეპყრობილს, შენი განადგურება რომ უნდა, შენ მასზე ზრუნავ, ღვთის წინაშე, იმ ადამიანს,
შენზე გაუგებრად გაბოროტებულს, ისე, რომ მან არ იცის - შენი სახით მლოცველი ჰყავს ზეციური მამის წინაშე,
და ამით, ემსგავსები რა ღმერთს, ღმერთი თავის სულს გაძლევს, რომელიც გახარებს, რომელიც გაბედნიერებს...“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ: