Digest Logo

„ჩემს შრომით ხელშეკრულებას გამოგიგზავნი ფოსტით, ან შემოირბინე ადმინისტრაციაში, ხშირად დარბიხარ ხოლმე ჩვენს საპირფარეშოში“ - ნინო ნადირაძე შალვა ხაჭაპურიძეს

1675702863
ნინო ნადირაძე შალვა ხაჭაპურიძეს

„აღსანიშნავია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია სასამართლო, სამედიცინო და ფსიქიატრიული კომისიური ექსპერტიზიც დასკვნასთან პირდაპირ ან ირიბთან დაპირისპირებული რაიმე დოკუმენტი, გარდა სეებ-ის 24.01.2023 წლის და მოქალაქე ნინო ნადირაძის ჩვენებისა, რომლის რაიმე კავშირი შპს „ვივამედთან“ არ დასტურდება რაიმე წერილობითი სახის მტკიცებულებები.

დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ საჯარო რეესტრის ამონაწერი, ბოლო 10 წლის განმავლობაში ნინო ნადირაძე არ ფიქსირდება კლინიკა „ვივამედში“ არანაირ თანამშრომლად, მით უმეტეს დირექტორად. ხოლო სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, ამგვარი სახელისა და გვარის პირი რეგისტრირებული არ არის აღნიშნული კომპანიის დირექტორად“, – ეს სიტყვები ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რასაც „ვივამედის“ დირექტორი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„კი შალვა, არც რეანიმაცია არ გვაქვს, ხელფასსაც ისე ვიღებ და ალბათ, გერჩივნა, საერთოდაც არ დავბადებულიყავი, მაგრამ, რას იზამ გავჩნდი, ეს ოხერი.

ჩემს შრომით ხელშეკრულებას გამოგიგზავნი ფოსტით, ან შემოირბინე ადმინისტრაციაში, ხშირად დარბიხარ ხოლმე ჩვენს საპირფარეშოში. როდისმე სიმართლეს ამბობ ხოლმე?“, - წერს ნინო ნადირაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 საქართველოს სიმბოლიკის ტარების აკრძალვის გამო, მერაბ დვალიშვილმა გულზე რუკა და დროშა ამოისვირინგა

🎥 „მიწისძვრის გამოწვევა ტექნოლოგიებით შესაძლებელია, როგორ შეიძლება დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, განმეორებით ბიძგები უფრო ძლიერი ყოფილიყო“ - ლალი მოროშკინას სკანდალური განცხადება

🔵„ჩემი მანქანა დაჯარიმდა 50 ლარით, სიჩქარის გადაჭარბების გამო... აქ ვინმეს @@@ ხომ არ აქვს?“ - გურამ შეროზია