Digest Logo

„ზარმაცებისთვის ეს არის პრინციპი: „მე მინდა“, ხოლო გონიერთათვის კი: „მე მინდა, რადგან მახსოვს - რისთვის“ - რას წერს გია მურღულია

1759905069
გია მურღულია

ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ პოსტს აქვეყნებს, რომელიც ადამიანურ ღირებულებას უკავშირდება:

„ადამიანის მთავარ გამოწვევათა შორის არის ის, რომ ორი სიტყვა - „არ შემიძლია“ აქციო ერთ სიტყვად - „შემიძლია“.

მის დაბადებასთან არის დაკავშირებული ჩვენი მუდმივი მცდელობა და გარჯა - ვისწავლოთ, რათა შევქმნათ ახალი შესაძლებლობები საკუთარი თავის უფრო სრულყოფილი ვერსიის გასაცოცხლებლად.

გონიერი კაცი ყოველდღე ამას აკეთებს.

ზარმაცებს სხვა „დანიშნულება“ აქვთ - ისინი გარჯას ნებივრობასა თუ სიამოვნებას ამჯობინებენ და მხოლოდ ცხოვრებისეულ ფონს ქმნიან მათთვის, რომლებიც სამყაროს უკეთესს ხდიან.

ამას უკავშირდება თავისუფლების ინტერპრეტაციის საკითხი:

ზარმაცებისთვის ეს არის პრინციპი: „მე მინდა“, ხოლო გონიერთათვის კი: „მე მინდა, რადგან მახსოვს - რისთვის“.
სწორედ ამას ჰქვია პასუხისმგებლობა.

თუ ის არ არის, თავისუფლება ადამიანთა გამახარებლად არ გამოიყურება.

შექმენი ახალი შესაძლებლობა, გამოიყენე ის გონიერი და კეთილი გარჯისთვის, რათა სხვებსაც უხაროდეთ, რომ თავისუფალი ხარ და ქმნი უფრო ბედნიერ დღეს შენთვის და სხვისთვისაც.

შენი ცხოვრების ყოველ დღეს გამოძერწე სიხარული მოყვასისთვის და სულ ბოლოს ვერავინ შეგედავება, რომ ტყუილად იცხოვრე ამქვეყნად“, - წერს გია მურღულია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „რატომ არ გისრულდება სურვილები?“ - თათია გარანიძე 4 შეცდომაზე, რასაც მანიფესტაციის დროს უშვებთ

🎥 „ვღელავ, ხომ არ წავიდე სახლში სანამ დრო მაქვს?“ - ლინდა ადამია „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარი იქნება

ჰორმონალურ დარღვევები, იმუნური სისტემის დაქვეითება და კიბოს გარკვეული სახეობები - გიორგი ფხაკაძე პესტიციდების საფრთხეებზე