მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც უკვე წლებია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და წარმატებულ მუსიკალურ კარიერას განაგრძობს, სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და გარდაცვლილ დედას დაბადების დღეს ულოცავს:
„გილოცავ დაბადების დღეს, დედა…
არ ვიცი, სად მიდის ჩვენი სიტყვები, როცა მათ იმ ადამიანებს ვეუბნებით, რომლებიც აღარ არიან ჩვენ გვერდით… მაგრამ მაინც მინდა მჯეროდეს, რომ გესმის.
გილოცავ დაბადების დღეს, დედა.
ნეტავ დღეს აქ იყო… ნეტავ კიდევ ერთხელ ჩამეხუტებოდი და პირადად მეთქვა — „გილოცავ, დე, დიდხანს მყავდე…“
ყველაზე მტკივნეული სწორედ ეს სიტყვებია — „დიდხანს მყავდე“… იმიტომ, რომ რამდენი დროც არ უნდა გვქონოდა ერთად, ჩემთვის მაინც არასოდეს იქნებოდა საკმარისი.
იცი, დედა, რამდენჯერ მიფიქრია: „ნეტავ ახლა აქ იყოს…“
ნეტავ კიდევ ერთხელ შემეძლოს შენი ნახვა, შენი ხელის შეხება, შენი ხმის გაგონება და იმის თქმა, რასაც ალბათ მაშინ საკმარისად ხშირად ვერ გეუბნებოდი — როგორ ძალიან მიყვარხარ.
შენი არყოფნა ის სიცარიელეა, რომელსაც ვერაფერი ავსებს. შეიძლება გავიღიმო, ვიმღერო, ვიმუშაო, სხვები გავაბედნიერო და ცხოვრება გავაგრძელო, მაგრამ ჩემს გულში ყოველთვის არის ადგილი, სადაც ისევ პატარა გოგო ვარ და დედა მენატრება…
დღეს განსაკუთრებით მენატრები. შენი ხმა, შენი თვალები, შენი სითბო… ის ჩვეულებრივი წუთებიც კი, რომელთა ფასს მხოლოდ მაშინ ვხვდებით, როცა მოგონებად იქცევა.
იმედი მაქვს, სადღაც ძალიან ახლოს ხარ. რომ ხედავ ჩემს ცხოვრებას, ჩემს ბრძოლებს, ჩემს სიხარულს… და როცა განსაკუთრებით მიჭირს, მინდა მჯეროდეს, რომ ისევ შენ ხარ ის უხილავი ძალა, რომელიც ხელს მკიდებს და მეუბნება — „შენ შეძლებ.“
ცხოვრება გრძელდება, დედა. მეც ვაგრძელებ… ვიღიმი, ვმღერი, ვიბრძვი, ვოცნებობ, მაგრამ ჩემს ყველა ბედნიერებაში არის ერთი ადგილი, სადაც სულ შენ მაკლიხარ.
იმედი მაქვს, იქ, სადაც ხარ, სიმშვიდეა… და თუ მართლა შეგიძლია ჩემი დანახვა, მინდა იცოდე — ისევ ისე მიყვარხარ, ისევ ისე მჭირდები და ისევ შენი პატარა გოგო ვარ.
გილოცავ დაბადების დღეს ზეცაში, დედა.
ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული და ყველაზე დიდი მონატრება ხარ.
სანამ მე ვარსებობ, შენ ჩემში იცოცხლებ.
უსასრულოდ მენატრები…
უსასრულოდ მიყვარხარ.
შენი ნინი“, - წერს ნინი შერმადინი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
⭕წითელი ძაფის საიდუმლო: რატომ იკეთებენ ადამიანები წითელ მაჯაზე და მართლა მუშაობს თუ არა ის?