ჟურნალისტი, ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში თავის ლიტერატურულ გემოვნებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ოტია იასელიანისა და გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებით აღტაცებული არ არის.
„მომიტევეთ, მაგრამ უნდა ვთქვა. მიწოდეთ უწიგნური, უინტელექტო, უგემოვნო... რაც გსურთ...
მაგრამ ვერასოდეს გამოიწვია ჩემშიაღტაცება და განსაკუთრებული მოწონება ოტია იოსელიანის და გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებამ...
ფრაზები რომლებიც ახლაც დიდის ამბით ვრცელდება „ფეისბუქში“ და ქვეშ მათი სახელები აქვს მიწერილი, ჩემთვის ხან ბანალური, ხანაც სულაც უაზროა... მართლა მიკვირს რა მოგწონთ მანდ? მაგალითად, ეს დღეებია სპეციალურად ვჩერდები ხოლმე იმ გვერდებზე, სადაც მათ პატრონებს დოჩანაშვილის ფრაზები აქვთ გაზიარებული: „სიკვდილი რომ არ იყოს, არაფერს ექნებოდა ფასი“ (და შემდეგ ჩამოთვლილია რატომ არ ექნებოდა.
აი, კაცობრიობის დაბადებიდან ყველა ამ ფრაზას ამბობს რა არის აქ სიახლე და საყურადღებო, ვერ ვხვდები...
„ურთერთობაში რაღაც ზღვარი მუდამ უნდა იყოს, თორემ მერე ჰგონია რომ იმსახურებს იმას რასაც იღებს“, - (მეთერტმეტე კლასელი დაქალების „რეჩი“) „დედამიწას სიყვარული ატრიალებს“, - (მგონი დოჩანაშვილი გაგონილიც არ გვქონდა, ეს რომ მერვე კლასში საჭამიასერზე ქეიფისას თქვა სუფრაზე ერთმა პატარჭალელმა ტიპმა ქორიძნებიდან, არ მითხრას ახლა ვინმემ, წაკითხული ექნებოდა დოჩანაშვილიო - საერთოდ არ იცოდა იმან წერა-კითხვა! )
„ქალი თუ იმიტომ მოგეწონება, რომ ის სხვებს არ ჰგავს, მაშინ ისიც უნდა იცოდე, რომ მას ისე ვერ მოექცევი,
როგორც სხვებს“, - აი, ეს კი, ჩემთვის განსაკუთრებული უაზრობაა და ცოტას გავშლი, თუ არავის გეწყინებათ:-
1. ქალი (კაცი) თუ მოგეწონება და ნებიმიერ შემთხვევაში არ ფიქრობ, არ გგონია, რომ ის სხვებს არ ჰგავს, მაშინ,
უბრალოდ ტუტუცი ხარ. ანუ, ყოველთვის როდესაც ვინმეს ვინმე მოსწონს, აუცილებლად არსებობს ეს განცდა, რომ „ის სხვებს არ ჰგავს“, ეს ბუნებრივი განცდაა და აქედან გამომდინარე - „ქალი თუ იმიტომ მოგეწონება, რომ ის სხვებს არ ჰგავს“ - უკვე უაზრობაა. ყოველთვის ყველას ყველა სწორედ მაგ განცდით მოსწონს, რომ “ის სხვებს არ ჰგავს“ და „სხვანაირია“.
2. ქალს (კაცს) რომელიც მოგწონს, აუცილებლად უნდა მოექცე განსაკუთრებულად, ანუ ისე არ უნდა მოექცე,
როგორც სხვებს! „იმიტომ“ მოგეწონა „ამიტომ“ თუ როგორცაა, ქალს (კაცს) რომელიც შენია და შენთვის გამორჩეულია, რა თქმა უნდა, „სხვებივით“ არც უნდა მოექცე და ვერც მოექცევი! თუ ადამიანი მოგწონს, და მას ექცევი როგორც სხვებს, ესე იგი დებილი ხარ!
3. როდესაც იცი „რატომ“ მოგეწონა ქალი (კაცი) ეს უკვე დიიიიდი შტერობა. „იმიტომ მოგეწონა“ უკვე ძალიან
მიუღებელია ჩემთვის. როცა არ იცი რატომ, რისთვის, რის გამო მოგწონს - ესაა სიგიჟე და ყველაზე მაგარი!
4. აი, ამ „დაქადნების“ დედა ვატირე კიდე რა - „უნდა იცოდე რომ მას ისე ვერ მოექცევი“ - კაი ერთი, შენი კვნესამე! რას მემუქრები? როგორც მომექცევი, ზუსტად ისე მოგექცევი მეც და პირიქით, როგორც მე მოგექცევი, ისეთივე მოქცევას ვიმსახურებ შენგან... „სხვებს არ ჰგავს“ არა კვახი! შევეშვათ ამ მეტიჩრობებს - ადამიანები ვართყველა!
და თუ შენი „პირობა“ ეგეთია, „სხვებს არ ვგავარ და გაითვალისწინე ეს, თორემ უტუტუტუ!-ო“ - მაშინ მოდი იდინა..რ, ზუსტად ბევრი სხვასავით რა! რაც არ უნდა მიყვარდე და ჭკუიდან გადავდიოდე, თუ ჩემს თავმოყვარეობას გადაუვლი, მოვკვდები და ამას არავითარ შემთხვევაში არ გაგიტარებ! და ჩემი მხრიდან, არც მე მექნება მსგავსი პრეტენზია!
მოკლედ, ყოველივე ეს, ჩემთვის ცოტა „მოთაღლითო“ მამაკაცების „ტრიუკებსაც“ ჰგავს - სულელ ქალებს „აბამენ“ ასეთი გამოთქმებით "შენ სხვებს არ ჰგავხარ" - არადა ზუსტად "სხვებივით" (ანუ წინა 12 რომ ჰყავდა) მიაჟიმავს ლოგინში და გულში იტყვის - "რა სულელია ეს ჩემისა, რავა ყველა ქალი ერთნაირად ებმებაო"
მაპატიეთ პირდაპირობა, მაგრამ ასეა. ასეთი ფლიდი გამონათქვამებით "შეიარაღებულ" მამაკაცებს, ჩემი რჩევა იქნება - განსაკუთრებით მოერიდეთ... რაც შეეხება მწერლობას - ჩემთვის ქართველი მწერლების „მეფე“ არის ნოდარ დუმბაძე.. მეტყვის ახლა ზოგი, ვისაც ახსოვს ჩემგან დუმბაძის დაცვა - „დუმბაძისარ მოწონებაზე რატომ გაქვს აბა, მძაფრი რეაქციებიო?“ - არა, ბატონო! არმოწონებაზე არ მაქვს. მაშინ ის ვიღაც (მგონი დავით დარჩიაშვილი) დუმბაძეს ცილს სწამებდა - „ქურდული გაგების პროპაგანდას ეწეოდა დუმბაძეო“ - და მაგაზე იყო რომ გადავუარე. თორემ ყველას გაქვთ უფლება არ მოგწონდეთ დუმბაძე, დოჩანაშვილი, იოსელიანი, ამირეჯიბი, ჯავახიშვილი, ვაჟა-ფშაველა, რუსთაველი...
ნება თქვენია. უბრალოდ ჩემთვის პირადად, არ არის გურამ დოჩანაშვილი არაფერი განსაკუთრებული და მეთერთმეტეკლასელის „ნახევრადრომანტიკულ“ ჩანაწერებს უფრო მაგონებს, ვიდრე დიდ მწერალს... (ეს პოსტი განგებ არ გამოვაქვეყნე მის დაკრძალვამდე) ჰე, მიდით ახლა დაიწყეთ - „გაუნათლებელი“
და ა.შ. მიყვარხართ ყველა!“ - წერს სვანიძე სოციალურ ქსელში.