მომღერალ ნინო ქათამაძეს დღეს დაბადების დღე აქვს. კონცერტმაისტერი, დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი მეგობარს იუბილეს ემოციური სიტყვებით ულოცავს:
„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, თვითმყოფადი, გამორჩეული, ძლიერი, საინტერესო და მასშტაბური არტისტის დაბადების დღეა! ჩემთვის კი უპირველესად მეგობრის, უძვირფასესის და უახლოესის!
ჩვენი ერთობის 25 წლიანი გზა იმდენად მეტყველი და სავსეა ალბათ წიგნის ენა თუ შეძლებს გადმოცემას.
ხვალიდანაც ძალიან საჭირო და დროულ მარშრუტს დავადგებით და უმნიშვნელოვანეს ფურცელს დავუმატებთ ჩვენს ერთობლივ კეთილ და საინტერესო ისტორიას!“, - წერს ნიკოლოზ რაჭველი.
ასევე დაგაინტერესებთ:
„ჩვენს ცხელ ქუჩებში მოსიარულე ხალხსაც მოუხდებოდა ასეთი რამ“ - რას წერს გოგა ჩანადირი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გარდაცვლილ სტუდენტთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს