Digest Logo

„რაღაც პათეტიკური მას სიკვდილშიც დაჰკრავდა, იწვა, როგორც ყოველთვის, ახლაც არავის არ ჰგავდა...“ - თამარ ცაგარეიშვილი გოგი ხარაბაძეს ემშვიდობება

1692639843
თამარ ცაგარეიშვილი

თეატრალური და კინო სამყარო გოგი ხარაბაძეს გამოემშვიდობა. მსახიობი, რეჟისორი და მწერალი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. გოგი ხარაბაძეს ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში რუსთაველის თეატრის სცენაზე არაერთი დასამახსოვრებელი როლი აქვს ნათამაშები.

გოგი ხარაბაძე უკვე დაკრძალეს. სამწუხარო ამბავზე სოციალურ ქსელში ტელეჟურნალისტი თამარ ცაგარეიშვილი გამოეხმაურა და გარდაცვლილ მეგობარს ემოციური პოსტი მიუძღვნა:

„გამოვეთხოვეთ. მძიმე დღეები იყო....

რაღაც პათეტიკური მას სიკვდილშიც დაჰკრავდა:
იწვა, როგორც ყოველთვის, ახლაც არავის არ ჰგავდა.

ეს სიკვდილი, ეს დაფნა, ეს მზე ოქროცურვილი -
იყო ეს ყველაფერი მხოლოდ მისი სურვილით.
დირიჟორი თვით იყო! რაც მოხდა და გათავდა
და რაც ახლა ხდებოდა, - მისი ჟინი მართავდა...“

წამლეკავი ნიჭის და ენერგიის პატრონი იყო გოგი ხარაბაძე, მოუთოკავი ჟინის და განუმეორებელი ხმის პატრონი. სიტყვის გახედვნის უბადლო ოსტატიც იყო....

მე მინახავს, როგორ ათვინიერებდა სიტყვებს, როგორ აყენებდა თავის სამსახურში ყოველ ჯერზე, როგორ გრძნობდა მათ „ეთერულ სხეულს’’.

მე მინახავს როგორ ებრძოდა , მარტო „ბიბლიას’’ და როგორ გაშალა ის მარტომ, მრავალ ხმაში.

და როგორც სიტყვა იყო პირველად და იქნება მარად, ისე დარჩება მისი ნამღერი „ბიბლია“, „ვეფხისტყაოსანი’’, ქართული პოეზიის შედევრები მარად, როგორც მის მშობლიურ ენაზე, მისი ხალხისთვის შექმნილი „სამკურნალონი’’....

გმადლობ, მეგობარო! მსუბუქი იყოს შენთვის ქართული მიწა, განისვენე მშვიდად!“ , - წერს თამარ ცაგარეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ჩვენს ცხელ ქუჩებში მოსიარულე ხალხსაც მოუხდებოდა ასეთი რამ“ - რას წერს გოგა ჩანადირი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გარდაცვლილ სტუდენტთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

„ბედნიერებაა შენი დედობა“ - ნანუკა გოგიჩაიშვილის შვილი აივ-ნიკოლი იუბილარია