
ექიმი ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, თუ რა ხდება დედაენის ბაღში მას შემდეგ, რაც კომენდანტის საათი მოიხსნა.
„ზოგადად, თავისუფლების მოყვარული ადამიანი ვარ… თავისუფლებისთვის ბრძოლას შესწრებული და მონაწილე, ბავშვობიდან, დღემდე, მაგრამ ის, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება, წინაპირობაა იმის, რომ ჩვენს „თავისუფლებას“ დაჰბრალდეს შემდგომი გამოკეტვა.
ჰოდა, ჭკვიანი საზოგადოება, ამ ფიქციური თავისუფლებით კი არ დატკბებოდა, არამედ პასუხს მოსთხოვდა პასუხისმგებელ პირებს არარსებულ ვაქცინებზე, არარსებულ ვაქცინაციის პროცესზე და დღეში 20-ზე მეტ მკვდარზე!!!
მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენს საზოგადოებას სხვისი კუბო იშვიათად ადარდებს…
ქვეყნის ეკონომიკა, მომავალი და შიმშილი ხომ, მით უმეტეს.
არაფერი მიხარია, მხოლოდ მეშინია!“- წერს ანი ქავთარაძე.
✅აგრეთვე წაიკითხეთ: