Digest Logo

„სასაცილო სპექტაკლი იყო... ეს ქალი თავის ქედმაღლობას და ამპარტავნებას მაინც ვერაფერს მოუხერხებს...“ - „პრაიმშოუს“ სკანდალი გრძელდება

1625129567
ღოღობერიძე ნადირაძე ნოე

ალბათ, გახსოვთ გადაცემა „პრაიმ შოუს“ სტუმარი ექიმი-რეზიდენტი, გიორგი ღოღობერიძე იყო, რომლის ეთერიც საკმაოდ სკანდალური აღმოჩნდა. მან გადაცემაში, პანდემიის პერიოდში, სოციალური ქსელით ხალხის დახმარებაზე ისაუბრა, თუმცა გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა, ნინო ნადირაძემ უთხრა, რომ მისი რჩევები შესაძლოა, საზოგადოებისთვის საშიშიც ყოფილიყო.

ამ ეთერს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და გიორგის ბევრმა ადამიანმა დაუჭირა მხარი.

დღეს ყველაფერს ნათელი მოეფინა და გიორგი კვლავ ვიხილეთ სტუმრად გადაცემაში. როგორც აღმოჩნდა, ნინოსა და გიორგის შორის ყველაფერი დალაგდა და ერთმანეთზე განაწყენებულები არ არიან...

საინტერესოა, როგორ შეხვდა საზოგადოება „პრაიმშოუს“ მორიგ ეპიზოდს, ჰქონდა თუ არა ხალხს ახალი გადაცემის დასრულების შემდეგ იგივე დამოკიდებულება გიორგი ღოღობერიძეზე და ნინო ნადირაძეზე.

„დაიჯესტი“ გთავაზობთ იმ გამოხმაურებებს, რომლებიც, სკანდალური ეთერის შემდეგ, გიორგი ღოღობერიძისა და ნინო ნადირაძის შეხვედრას მოჰყვა.

„ხელოვნური და კარგად შეფუთული ქცევებით საზოგადოების კეთილგანწყობას მაინც ვერ მოიპოვებთ, ასე რომ დაოკდით.“

„გიორგი რომ ოქროს ბიჭია ყველამ ვიცით, თვალებზე ეტყობა როგორი ადამიანია და რა უდევს გულში, მაგრამ ამ შეხვედრის მიზანი რა იყო ?! ვითომ პლუსების დაწერა მოუნდა „პრაიმშოუს“ შეცდომის გამოსასწორებლად გიორგი ყველას უყვარს და „პრაიმშოუს“ რა თქმა უნდა არ აწყობდა ამდენი ხალხის აგრესია! სასაცილო სპექტაკლი იყო ეს გადაცემა, მაგრამ კუზანოვა კარგად ვერ თამაშობს როლს.“

„არამარტო კარგი ექიმი, საოცარი ადამიანი ხართ, ნოემ სოფელს დაუბრუნდიო. ნინომ ჩემთან წაგიყვანო, ესენი ყოფილან დარეხვილები.“

„Საბოლოოდ ამერია გული ამ ქალზე. ვითომ რატომ ჩათვალა საჭიროდ მასთან წაყვანა, ნიჭიერი ჰგონია თავი.“

„რა იყო ამ შეხვედრის არსი? არც ის დაფიქსირებულა, რომ ადამიანს გული ატკინეს, არც ნინოს გამოუხატავს სინანული…

ამათი გზავნილი „ხალხია ბნელი-არასწორად გაიგო, ნინო კი კონსტრუქციულად აკრიტიკებდა გიორგის“
პროდიუსერებო, უკვე მეორე შეცდომა გამოგეპარათ.“

„ამ ქალმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ამპარტავანი სახე. საერთოდ რატომ მიიყვანეთ, არც ბოდიში მოიხადა და რამდენი სისულელე ისაუბრა, მოაშორეთ ეგ უდიპლომო ჟურნალისტი.“

„ამ გადაცემიდან შთაბეჭდილება დამრჩა ნინო ძალით მიიყვანეს, თორემ სურვილი ჰქონდა ნული, ეს ქალი თავის ქედმაღლობას და ამპარტავნებას მაინც ვერაფერს მოუხერხებს, ეს ჩახუტება ხო საერთოდ შოკ რა.“

„შენთან წაიყვან კი არა, აქეთ არ გახდე გიორგის წასაყვანი თუ მიგიღო კიდე. ძალიან შორიდან კი იგრძნობოდა ბოდიში, მაგრამ ნინოს ამპარტავნობამ მაინც გადაძალა. გიორგი დიდი ადამიანი ხარ.“

„ამ ბიჭის იმედად ვაპირებთ მთელი მეზობლობა დაბერებას და ნოემ სოფელში გაუშვა, 37 წლის ასაკში ვაპირებ ვიზიტზე ჩაწერას. იქნებ 80 წლისას მომიწიოს შეხვედრა.. წარმატებები გიორგი.“

„ნოე, კარგია რომ გადაცემამ შეძლო ამ ბიჭის წინაშე ბოდიშის მოხდა, გიორგი არის ადამიანობის, სიკეთის და ნიჭიერების ზეიმი ერთად. ასეთ ადამიანებზე უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი.“

„იმის მაგივრად, რომ ბოდიში მოიხადა ან ეგრძნობინებინა, რომ შეცდომა დაუშვა, კიდევ უარყოფითი მუხტი შემოიტანა. ყოჩაღ გიორგი, აი, რატომ უყვარხარ ხალხს. შენი უბრალოება შენი მშვენებაა, შენი ვაჟკაცობაა. წარმატებები გიორგი.“

„იმ გადაცემის მერე თქვენთვის აღარ მიყურებია და არც აწი ვუყურებ, სანამ თქვენს გვერდზე ეგ „ქალბატონი'“ იჯდება. კიდევ ბევრჯერ ჩაგაყენებთ უარეს დღეში. ნუთუ, მაგდენს ვერ ხვდებით?.“

✅აგრეთვე წაიკითხეთ:

„მე გეგმებს ვაწყობდი ეს ბიჭი ჩემი უნდა გახდეს-თქო, მოვიტაცებ-თქო და არ მოტრიალდა საპირისპიროდ...“ - ნადირაძე ღოღობერიძეზე

„გახდება ღოღობერიძე კარგი ექიმი, აიღებს ლიცენზიას და კონსულტაციებში ფულს რომ მოითხოვს მერე ნახეთ…“ – მარიამ სირბილაძე

პროფესიის გამო მიტოვებული საყვარელი ქალი, კრიტიკის ქარცეცხლში მოქცეული ექიმი, ბავშვობა და ლექტორობა - გიორგი ღოღობერიძის უცნობი ამბები

ყალბი ვიზის დამზადების საქმე, რომანები და სხვა სკანდალები ნოე სულაბერიძეზე