
ესპანური კლუბი „ლევანტე“, სადაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობს, ევრო 2024-ის მიმდინარეობის პერიოდში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებით გამოირჩეოდა და თანაც პოსტებს ქართულ ენაზე აქვეყნებდა.
„ლევანტეს“ ოფიციალური გვერდის ადმინისტრატორი, როგორც ცნობილია ხავი დე ლა ოსა გახლავთ. მან ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგაც არ შეწყვიტა ქართული ფეისბუკ პოსტების დადება, მეტიც მან ქართული კერძებიც დააგემოვნა.
ხავი დე ლა ოსა მადლობას უხდის ქართველებს თბილი მასპინძლობისთვის.
„შინ შთაბეჭდილებებით დახუნძლული დავბრუნდი. სანამ გონზე მოვალ, მინდა, მადლობა გადავუხადო გიორგი ქოჩორაშვილს, რომელმაც უზარმაზარი შრომა ჩადო ახალგაზრდების მხარდასაჭერად.
ჩემი დაუვიწყარი მოგზაურობა ლეგენდარულ ძიუდოისტთან, ლაშა ბექაურთან შეხვედრით დაგვირგვინდა. ჩემთვის უდიდესი პატივია ამ მაგარი ადამიანის გაცნობა! ყოველთვის ჩემს გულში იქნები. მალე გნახავ, საქართველო.
იმედი მაქვს, ეს მხოლოდ ჩვენი ურთიერთობის დასაწყისია და წინ უფრო დიდი გეგმები გველოდება. ბოლოს, მადლობა ყველა თქვენგანს, ვინც ამდენი სიყვარული გამოხატეთ ჩემ მიმართ. მომავალ შეხვედრამდე, ჩემო საქართველო“, – წერს ხავი დე ლა ოსა.
მანამდე ხავიმ „ლევანტეს“ გვერდზე სახალისო პოსტი გამოაქვეყნა: „ძალიან კარგად ვიცი, რამაც შემაყვარა ჩემი თბილისი და ფიროსმანი“.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში
⭕თაკო საზინა დედა გახდა - ცნობილია რა დაარქვა ინფლუენსერმა ახალდაბადებულს