Digest Logo

„ჩვენ რატომ გვაჩვენეს ეს ყველაფერი? თვითცენზურა უნდა გაგვიჩნდეს? ჭკუით ვიყოთ? ქუჩური გარჩევაა? მე რატომ მაყურებინებთ ამას?“ - მარიამ გერსამია

1669705223
მარიკა ბაკურაძე და მარიამ გერსამია

პროფესორი მარიამ გერსამია სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმიანება, რომელშიც ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე მის სიუჟეტზე დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორებს ურეკავს და ეკითხება, რატომ დაწერეს ეს კომენტარი.

„ 1. ჟურნალისტის საქმიანობის ნაწილია საკონტაქტო ინფორმაციის მოპოვება და სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოპოვება-გადამოწმება. არავის აბარებს ამაზე ანგარიშს, მათ შორის არც რომელიმე უწყებას.

2. წყაროსთან დაკავშირებას აქვს თავისი მიზანი, სტანდარტი. თუ ამას ჟურნალისტი იმიტომ აკეთებს, რომ წყარო დააბულინგოს, ეს ჟურნალისტური პროდუქტის შექმნა არაა. ეს პირადი საქმის გარჩევაა. ეთერში რატომ უნდა გავიდეს ასეთი რამ, როგორც "სიუჟეტი", არ მესმის.

3. ჩვენ რატომ გვაჩვენეს ეს ყველაფერი? თვითცენზურა უნდა გაგვიჩნდეს? ჭკუით ვიყოთ? ქუჩური გარჩევაა? მე რატომ მაყურებინებთ ამას? კითხვები ჩნდება აქ.

4. ჟურნალისტს აქვს უფლება პასუხი გასცეს მას, ვინც მას აბულინგებს. სჯობდა ეს პასუხი დაფისქისებულიყო სოციალურ ქსელში, ჟურნალისტს შეეძლო დაერეპორტებინა კომენტარები, ან რედაქციისთვის მოეთხოვა სიძულვილის ენის შემცველი კომენტარების წაშლა. ანუ, საკამათო სიუჟეტში იყო სტრუქტურა და ჩემი აზრით, ასე სიუჟეტის აგება სცდება ჟურნალისტიკის პროფესიულ სტანდარტებს. ასე მუშაობს სუსი, მედია ხომ სხვა ინსტიტუციაა?

პ.ს. გამახსენდა სხვა სიუჟეტები, სადაც ჟურნალისტები სიუჟეტებს უძღვნიან სხვა არხის ჟურნალისტებს და ლანძღავენ. ეს სატელევიზიო ეთერში, ამ პროფესიაში, „არ მოსულა"! ეს არაეთიკურია! აქვე, არც ჟურნალისტმა და არც პოლიტიკოსმა ხალხს საქმე არ უნდა გაურჩიოს. ჟურნალისტს შეუძლია პასუხის გაცემა ისე, რომ დაიცვას თავისი და სხვისი უფლებები“, - წერს მარიამ გერსამია.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ძალა მომეცი ყველა ჯალათს, მკვლელს, თაღლითს ვაზღვევინო თავისი ბინძური საქმეებისთვის, რომ სხვა ბავშვები გადარჩნენ, შენსავით არ დაიტანჯონ“ - გარდაცვლილი მარიამის დედა

🔵„მუჰამედმა წამართვა ტელეფონი, დამარბენინებს და მიღებს ფოტოებს“ - ნიკოლოზ წულუკიძე და ნანიკო ხაზარაძე იორდანიაში მოგზაურობენ (ფოტოები)

🔵„ჩვენი გოგო ძალიან ჯიუტია და საქართველოს პოპულარიზების შანსს ხელიდან არასდროს უშვებს“ - რას ჰყვება დავით ზურაბაშვილი ცოლზე