მუსიკოს ნათია თოდუასა და მისი რჩეულის, დავით ზურაბაშვილის ულამაზესი ქორწილი ახლახან კახეთში გაიმართა. წყვილმა ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო, თუმცა მალე მიხვდნენ, რომ ეს მეგობრობაზე მეტი იყო და ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდნენ.
„ჩემთვის და დათოსთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი დღე იყო და ალბათ, ასეთად დარჩება მთელი ცხოვრება. სამწუხაროდ, ასეთი ემოციები აღარ მეორდება. ჩვენ ჩვენს თანაცხოვრებას ძალიან სახალისოდ ვატარებთ. გვიყვარს მოგზაურობა და თავგადასავლები, ემოციებით დატვირთული ცხოვრება გვაქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ ქორწილი ცხოვრებაში ერთხელაა და შესაბამისად, ის ემოციებიც, რომელიც მას ახლავს და რომელსაც იზიარებ ოჯახთან, მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად. მიხარია, რომ ეს დღე ერთად აღვნიშნეთ საქართველოში და ჩვენთვის ძალიან ძვირფას ადგილას – კახეთში“, - ამბობს ნათია თოდუა.
მოგეხსენებათ ნათია თოდუას ქორწილში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც იმყოფებოდა. ნათიას მეუღლეც ზურაბიშვილია გვარად, თუმცა როგორც დავითი ამბობს პრეზიდენტი ნათიას მეშვეობით გაიცნო და არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვთ.
„პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ ქალბატონ პრეზიდენტთან არანაირი კავშირი არ მაქვს (იცინის). გვარის მსგავსების გამო, ყველას ჰგონია, რომ რამე გვაკავშირებს. რეალურად, პრეზიდენტს ნათიას დამსახურებით ვიცნობ“, - ამბობს დავით ზურაბიშვილი.
„ნათიას ძალიან საინტერესო ცხოვრება აქვს. დაიბადა აფხაზეთში, სადაც ქართულად საუბარი უჭირდათ, არამცთუ ინგლისურად და დღეს ინგლისურენოვან სიმღერებს ასრულებს ძალიან დიდი მასშტაბის ფესტივალებზე. ყოველთვის და ყველგან ამბობს, რომ არის ქართველი. იმის მიუხედავად, რომ ეს დიდად არ მოსწონთ მენეჯერებს. რადგან ყველაფერი გერმანიამ გაუკეთა, უნდათ, წინა პლანზე ეს ქვეყანა წამოსწიონ. თუმცა, ჩვენი გოგო ძალიან ჯიუტია და საქართველოს პოპულარიზების შანსს ხელიდან არასდროს უშვებს. ბოლო ფესტივალზე, რომელშიც ნათია მონაწილეობდა, მასთან ერთად გამოდიოდნენ ისეთი დიდი ვარსკვლავები, როგორიცაა სტინგი, ჯესი ჯეი, ჯონ ლეჯენდი და ასე შემდეგ.
ბექსთეიჯში რომ ვიდექი, თვალებს ვერ ვუჯერებდი, ისეთ ვარსკვლავებთან იზიარებდა სცენას. ნათიამ საკუთარი პროგრამის დრო რომ ამოწურა, კარგი გაგებით, „თავხედურად“ ხუთი წუთი დაიმატა და „ყვავილების ქვეყანა“ შეასრულა. ამას ორგანიზატორებში აჟიოტაჟი მოჰყვა, ტოპ-ვარსკვლავი ელოდა თავის გამოსვლას და მოსალოდნელიც იყო, მაგრამ ნათიასთვის საქართველოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და თავიდან ბოლომდე მას ემსახურება“ ,- ამბობს დავით ზურაბიშვილი.
🔵ასევე დაგაინტერესებთ:
🔵🎥 სალომე ჭაჭუას მდიდრული სახლი - ღრმად ამოისუნთქეთ, ვიდრე ვიდეოს ნახავთ
🔵რა სიურპრიზი მოუწყო სალომე გოგიაშვილს მეუღლემ თვითმფრინავის ტრაპთან
წყარო: tbiliselebi.ge