
ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
ქადაგებების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე, მისი ქადაგებიდან მორიგი ამონარიდი გავრცელდა:
„მე იმიტომ შემქმნა ღმერთმა,
რომ მე მენდო,
ჩემი სწამს,
ის რომ არ მენდობოდეს მე - მე არ შექმნიდა,
თითოეული ჩვენგანი, რომელიც გამორჩეულია დედის მუცლიდან,
თითოეული ჩვენგანი, რომელიც სამყაროს შექმნამდე ღვთის ცნობიერებაში იყო, ყოფიერებაში სამყაროს შემოქმედმა შემოიყვანა იმიტომ, რომ ის ჩვენ გვენდო,
ჩვენს თავისუფალ არჩევანს ენდო,
და ჩვენ თუ ამას არ გავაკეთებთ - ეს მხოლოდ ჩვენი ბრალი იქნება“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕La Gazzetta Georgia-ს ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძე კარიერას „ვილიარეალში“ გააგრძელებს!
⭕ „ზრდის კიბოს განვითარების რისკებს...“ - ზაზა თელია მოსახლეობას აფრთხილებს