Digest Logo

„ჩვენ, უნებლიედ გამოკეტილთ ზაფხულში ზამთრებს, გვახარებს ღრუბლით გამომძღარი ავი ამინდი...“ - გიორგი კეკელიძე

1769240740
გიორგი კეკელიძე

გასულ წელს ცნობილი ქართველი პოეტი გიორგი კეკელიძე და მისი მეუღლე მარიამ სოსელია მშობლები გახდნენ - მათ ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც კეკე დაარქვეს.

ამჯერად გიორგი ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც საკუთარი ნაწარმოებიდან „ძველი სიმღერები“ ამონარიდს გვიზიარებს:

„ჩვენ, უნებლიედ გამოკეტილთ ზაფხულში ზამთრებს,
გვახარებს ღრუბლით გამომძღარი ავი ამინდი -
გვინდა ცივი და უადგილო წვიმებით დავტკბეთ,
უმზეოდ გავთბეთ და ქუჩაში ერთად გავიდეთ.
ჩვენ ის მზე გვიყვარს, წავიკითხეთ რაც ძველ ფურცლებზე,
ეს მზე ცხელია, ჩვენნაირ ხალხს იოლად ახრჩობს,
ამიტომ გვინდა ცუდ ამინდებს აკვანს ვურწევდეთ,
გვინდა ქარებმა იალქნები გაჭიმონ ახლოს.
კი, სხვანაირი ვერ ვიქნებით, ძნელია რადგან,
ვიწვეთ დიდი ხნის გაულესავ დარდის დანებზე,
ბლაგვმა ფოლადმა სიხარული გამოგვადინოს
მაგივრად სისხლის და გაყინულ ყოფას დავნებდეთ.
ამადაც გვიყვარს ამინდები - ფიქრში რომ გვამტვრევს -
სარკეებს, სადაც საკუთარ თავს ვხედავთ ფარულად -
ჩვენ, ზაფხულებში უნებლიედ ჩარჩენილ ზამთრებს,
ამ უადგილო გაწვიმების მოსიყვარულეთ“, - წერს გიორგი კეკელიძე.