მსახიობი, ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი იუბილარია.
იგი 39 წლის გახდა.
რუსკას დაბადების დღეს სოციალურ ქსელში დედამისი, მსახიობი თამარა მაყაშვილი ულოცავს:
„ვაშა, ურა!! მრავალჟამიერ!! 1986 წლის თბილისობის ლამაზ ღამეს, ღამის პირველ საათსა და 45 წუთზე, ქალაქს გოგონა შეემატა, სახელად რუსუდანი!
გილოცავ რუსო. რაც მთავარია მინდა ჯანი გქონდეს მრთელი, წინსვლა, უამრავი პრემიერა და შემოქმედებითი წარმატება!
მიყვარხარ, გკოცნი უამრავს, შენი „გადაკარგული“ დედა თამარი“, - წერს თამარ მაყაშვილი.
ცნობისთვის, მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი რამდენიმე თვის წინ მეუღლეს, სპორტსმენ სანდრო ნიჟარაძეს დაშორდა.
მათ ორი შვილი, ილია და კატო ჰყავთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ემოციური ფოკუსი ინტიმურ კავშირებზე და ემოციურ სიღრმეზე...“ - 27 ოქტომბრის კოსმოსური ამბები