უკრაინის ომში დაღუპულ ჯამბულათ ხოფერიას, მშობლიურ სოფელში, ბიძის გვერდით დღეს, 10 დეკემბერს დაკრძალავენ.
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გარდაცვლილის პატივსაცემად მისი ფონდი სოფელ გვიმბალაურის საუკეთესო მოსწავლეს ჯამბულათის სტიპენდიას დაუნიშნავს.
„ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში, გამორჩეულ გურულ ბიჭს, ჯამბულათ ხოფერიას დაკრძალავენ, რომელიც უკრაინის ომში გმირულად დაიღუპა.
ჩვენი ფონდი სოფელ გვიმბალაურის საუკეთესო მოსწავლეს ჯამბულათის სახელობის სტიპენდიას დაუნიშნავს. ეს იქნება ჩემი მოკრძალებული ნაბიჯი მისი ხსოვნის პატივსაცემად", - წერს გიორგი კეკელიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
10 დეკემბერს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
მიხეილ სააკაშვილისთვის ერთი თვის წინ გადაღებულ ფოტოებს „ფორმულ“ ავრცელებს