2 მაისს, გვიან ღამით, სვანეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, არის მსხვერპლი, მაშველები სამ პირს ეძებენ.
როგორც „დაიჯესტს“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში განუცხადეს, ამ დროისთვის სამი პირის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
ერთ-ერთი გარდაცვლილი შესახებ სოციალურ ქსელში მასწავლებელი ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და გარდაცვლილ მოსწავლეს ემშვიდობება.
„ეს ის შემთხვევაა, როცა არ ვიცი რა დავწერო. ჩვენი ლამაზთვალება მოსწავლე აღარ გვყავს. უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა სვანეთში, მდინარე ენგურში ავტოკატასტროფის შედეგად, სამი ახალგაზრდა დაიღუპა. მათ შორის, რუხის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე, სიცოცხლით სავსე გიორგი ვიბლიანი.
გული მეგლიჯება, სული მეყინება. მაპატიე გიო, მაპატიე, რომ ვერ მოვასწარი, შენთვის კარგი მასწავლებელი და მეგობარი ვყოფილიყავი. ვეცდები, შენი თანატოლებისთვის, უკეთესი ვიყო და ამისთვის თავს არ დავზოგავ. უფალს ებარებოდეთ ანგელოზებო“, - წერს მასწავლებელი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: