Digest Logo

„ჩვენი მეომრების და ჩვენი დაღუპული გმირების სახელზე, შევიკრიბოთ რუსთაველზე დღეს“ - ნათია ფანჯიკიძე

1677224756
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს და მათ დღეს რუსთაველზე დაგეგმილ აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებს.

🔵დღეს რუსთაველზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

„მეგობრებო, რუსეთმა კიდევ ერთხელ და თუ საჭირო გახდა, მილიონჯერ უნდა დაინახოს, რომ ამ ქვეყანაში ფეხს ვეღარასდროს მოიკიდებს, რომ დამოუკიდებლობას აღარასდროს დავთმობთ. ავი თუ კარგი, როგორიც არის, ეს ქვეყანა ჩვენია და როცა ჩვენი უკეთესი შვილების ხელში სრულად გადავა, ქვეყანაც მათსავით უკეთესი გახდება.

ყველაფერს გვაპატიებენ, ყველა შეცდომის დაშვების მიზეზსაც გაგვიგებენ, გარდა მათი კუთვნილის მტრისთვის გადაცემისა. არ უნდა დაგვაბრკოლოს პოლიტიკურმა ნდობა-არნდობამ, სიმპათია-ანტიპათიამ, ჩვენი სიტყვა საკუთარი სიტყვაა, ყველა პოლიტიკოსისგან დამოუკიდებელი და სულერთია, ვინ გამოაცხადა პირველმა, უკრაინაში ომის დაწყების წლისთავი რუსთაველზე აღვნიშნოთო. უკრაინაში ჩვენები დაიხოცნენ, უკრაინამდე თაობები მოგვიკლეს და დევნილებად გვაქციეს, მათგან მოყენებული ჭრილობებით დასახიჩრებულებმა ამის მეტი ვეღარ შევძელით, როგორებიც ახლა ვართ. სულ ცოტა დრო მაინც რომ გამოვნახოთ რუსთაველზე გასასვლელად, რომ ნახოს მტერმა, რომ ჩვენი გზა მათ გზას არ უერთდება, ვერ ჩაკლეს ჩვენში თავისუფლების სურვილი, რომ არ დაიჩოქებს საქართველო არავის წინაშე და ყოველთვის ვიქნებით მათ მხარეს, ვისაც ქვეყანას ართმევენ, ბევრი უნდა ვიყოთ. საქართველოს იდენტობას ის გმირები ქმნიან, ვინც დღეს უკრაინელებთან ერთად იბრძვის, ის მაშველები, პირველივე დღეს ნანგრევებიდან ხალხის ამოსაყვანად რომ გაიქცნენ თურქეთში, ის დევივით კაცი, დენს რომ არ შეუშინდა და წყალში შევიდა, ის ბიჭი, ცურვა რომ არ იცოდა და სხვის საშველად წყალში გადახტა.... ეს ხალხი ვართ ჩვენ და ამ იდეალების არდათმობის მეტი არაფერი გვევალება ქვეყნის წინაშე.

ჩვენი მეომრების და ჩვენი დაღუპული გმირების სახელზე, შევიკრიბოთ რუსთაველზე დღეს“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ

🔵„მოდი უნდა დაგახრჩო გივიკო კცონით“ - გივიკო დიდიამ დედას სიურპრიზი მოუწყო

🔵„მოერიდეთ სულსწრაფ გადაწყვეტილებებს“ - მიხეილ ცაგარელი

🔵„ყველა კარგ ამბავს ერთად გეტყვით - ამ ყველაფერს საამაყოდ არ გიყვებით. გიყვებით იმიტომ, რომ საზეიმოდ გითხრათ, რომ ...“ - აკა სინჯიკაშვილი