Digest Logo

„ჩვენი ქვეყანაც ვარდი არ არის? მასაც ხომ ყოველდღიური ზრუნვა და გაფრთხილება სჭირდება?“... ვინ იცის, იქნებ ყმაწვილის პირით ამ დილას საქართველო ლაპარაკობდა?“ - გია მურღულია ემოციურ პოსტს აქვეყნებს

1733929409
გია მურღულია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც მოსწავლის მიერ დაწერილ თემაზე საუბრობს:

„ამ დილას ბავშვების ნაწერებს ვკითხულობდი - მეათე კლასია. ასეთი თხზულება უნდა დაეწერათ: „სამშობლოსათვის ცოტა გაგიკეთებია, თუ ყველაფერი არ გააკეთე“ (მაქსიმილიან რობესპიერის სიტყვებია).

ერთმა მოსწავლემ ასე დაიწყო:
„ზაფხული იყო. მე რვა წლის ვიყავი. განცვიფრებული ვუყურებდი დედაჩემს, სანამ ის ყვავილების ბაღს უვლიდა. უზომო სიფრთხილით ეპყრობოდა თითოეულს, მაგრამ განსაკუთრებით - ვარდებს.
„დე, რასაც გააკეთებ, გულიანად და გულდასმით უნდა გააკეთო ყოველთვის - ეს დაიმახსოვრე. მე რომ ჩემს „ლამაზებს“ ყოველდღიურად ასე არ ვუვლიდე, ასეთი მშვენიერები კი არ იქნებოდნენ?“ - მეუბნებოდა ხოლმე.
ახლა უკვე ეს ბაღი აღარ გვაქვს (სხვაგან გადავედით საცხოვრებლად), თუმცა ამ თემის წერისას ეს სიტყვები მკაფიოდ გამახსენდა - ჩვენი ქვეყანაც ვარდი არ არის? მასაც ხომ ყოველდღიური ზრუნვა და გაფრთხილება სჭირდება?“

ვინ იცის - იქნებ ყმაწვილის პირით ამ დილას საქართველო ლაპარაკობდა?“, - წერს გია მურღულია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

„გიორგი მამარდაშვილისთვის საფეხბურთო 2024 წელი დასრულებულია“ - Geo Team-ი საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარის ტრავმაზე წერს

⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 2025 წელი ფინანსურად განსაკუთრებით წარმატებული და იღბლიანი იქნება

⭕როგორ ცხოვრობს ბიჭი-მაუგლი, რომელსაც 6 წელი ძაღლი ზრდიდა: „მისი ხმა ყეფას უფრო ჰგავდა, ვიდრე ადამიანის მეტყველებას, იღიმებოდა და ზოგადად, ძაღლივით იქცეოდა“