
საჯარო მმართველობის მაგისტრი, ჯგუფის „ალილოს“, ფოლკლორულ ანსამბლის „შავნაბადას“ წევრი საბა კემულარია იუბილარია. იგი 35 წლის გახდა და დაბადების დღე ოჯახურ გარემოში აღნიშნა.
როგორც უკვე ცნობილია, მომღერალი გაფრინდაშვილების სიძეა. მან 2018 წელს კესო გაფრინდაშვილზე იქორწინა.
ლეგენდარული მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი სიძეს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს:
„ჩვენს იუბილარ სიძეს გაუმარჯოს“, - წერს ნონა გაფრინდაშვილი.
სოციალურ ქსელში თავად საბამაც გაავრცელა კადრები და საზოგადოებას მილოცვებისთვის მადლობა გადაუხადა:
„დიდი მადლობა! მიყვარხართ!
35-იც გაიხსნა“, - წერს საბა კემულარია.