ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ადამიანებმა იმის დაფასება უნდა ისწავლონ, რაც გააჩნიათ და რაც ღმერთმა მისცათ, რადგან ეს მცირედიც კი ვიღაცისთვის შეიძლება საოცნებო იყოს.
„ის, რაც თქვენს ცხოვრებაში გეცოტავებათ (ჯანმრთელობა, იღბალი, შემოსავალი, საცხოვრებელი, თავისუფალი დრო...), სხვებისთვის შეიძლება საოცნებო იყოს.
გაისარჯეთ მეტისთვის (ადამიანის განვითარებას საზღვარი არ აქვს), მაგრამ დააფასეთ ის, რაც სამყარომ მოგცათ, რადგან დიდი ხანია შემჩნეულია, რომ უმადურობა დასჯადია.
ყველაფერი ფარდობითია, სიკეთისა და ნამდვილი სიყვარულის გარდა“, - წერს გია მურღულია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ
🔵„მოდი უნდა დაგახრჩო გივიკო კცონით“ - გივიკო დიდიამ დედას სიურპრიზი მოუწყო