ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს:
„დაბადება ჩვენთვის არ უკითხავთ.
არც წუთისოფლიდან წასვლას გვკითხავენ.
ჩვენი სასიცოცხლო სისტემები ჩვენი ნებისა და კონტროლის მიღმა მოქმედებენ.
ჩვენი არჩევანი, ჩვენივე ფიქრი, სიტყვა და მოქმედებაა - და ხანდახან ისინიც „გვეძლევა“.
სიცოცხლე საჩუქარი და შესაძლებლობაა.
პირველი მადლიერებით უნდა მივიღოთ, მეორე - პასუხისმგებლობით.
ეცადე, რომ ცხოვრება, რომელსაც შენი ნებით წარმართავ, სხვისგან უზრუნველყოფილ გულისცემაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი არ იყოს.
დაეხმარე ღმერთს - იყო ადამიანი“, - წერს გია მურღულია.