„მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს გუშინ ოთხფეხა მეგობარი, მისი ძაღლი გარდაეცვალა. სამწუხარო ინფორმაცია მან თავად სოციალურ ქსელში გაავრცელა, ახლა კი იმ ვეტექიმებს ემუქრება, ვინც მის ძაღლს ოპერაცია ჩაუტარა.
„Vetex - ვეტექსი ეს დღეები თქვენი თავი არ მქონდა.
ხომ არ გგონიათ, შემთხვევით, რომ დამავიწყდით? შემთხვევით, ხომ არ ფიქრობთ, ჯანმრთელი ძაღლის მოკვლას შეგარჩენთ?
დაბადების დღეს გაწყევლინებთ თითოეულ თქვენგანს, თქვე მკვლელო ნაძირალებო!
ორშაბათს მოვალ და ვეტექიმიან Mariam Chkhikvishvili, ანესთეზიოლოგიან, კლინიკის მეპატრონიანად დამხვდით ყველანი.
არც გაბედოთ პასუხისმგებლობისთვის თავის არიდება, არც კი სცადოთ! გაფრთხილებთ, უარესს მოსწევთ საკუთარ თავს!“, - წერს ნიკა გვარამია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵 VIDEO: ქეთა თოფურიამ მოსკოვში კონცერტი ჩაატარა - ნახეთ, როგორ ჩაიარა ღონისძიებამ