
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილის და ნინიკო მამარდაშვილი იუბილარია.
ნინიკოს დაბადების დღესთან დაკავშირებით ვიდეოს, გიორგის მეუღლე ელენე ეპიტაშვილიც გვიზიარებს და ნინიკოს დაბადების დღეს ულოცავს.
„დაბადების დღეს გილოცავ“, – წერს ელენე გამოქვეყნებულ ვიდეოზე.
ნინიკო მამარდაშვილი სტუდენტია. მას „ტიკ-ტოკის" მომხმარებლები კარგად იცნობენ, რადგან ის აქტიურად აქვეყნებს ვიდეოებს საკუთარი ყოველდღიურობის შესახებ. მის გამომწერებს განსაკუთრებით მოსწონთ გიორგისთან ერთად გადაღებული ვიდეოები და მუდმივად ითხოვენ მის კადრში გამოჩენას. და-ძმა ერთად დიდ დროს ვერ ატარებს, რადგან გიორგი ვალენსიაში ცხოვრობს, ნინიკო - თბილისში, თუმცა მათ განსაკუთრებულ დაძმობაზე ბევრს წერენ - ნინიკო ყველაზე ძალიან ამაყობს ძმით და ყოველთვის უმაგრებს ზურგს.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 გიორგი ძოწენიძე „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გადაცემის წამყვანი გახდა
⭕„ერთად ძლიერები ვართ და ჩვენი ქვეყანა უამრავ გამარჯვებას იმსახურებს“ - ხვიჩა კვარაცხელია