Digest Logo

„დაბადების დღეს გილოცავ, თამთა“ - არუნ ხათრი ცოლთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

1737878140
არუნ ხათრი

ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.

თამთას დაბადების დღე აქვს და მეუღლემ მას სოციალურ ქსელში მიულოცა:

„დაბადების დღეს გილოცავ, თამთა“, - წერს არუნ ხათრი.

„დაიჯესტი“ წყვილის ინტერვიუდან მცირე ამონარიდს გთავაზობთ, სადაც ისინი თავიანთ ურთიერთობაზე საუბრობდნენ:

„ყველას ეგონა, რომ ჩვენი ოჯახი დიდხანს არ გაგრძელდებოდა, ერთ-ერთმა დაქალმაც მითხრა, არა მგონია თქვენი ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდესო.

როგორ გავიცანით ერთმანეთი? სკაიპში ჩავწერე სახელი და ერთი ასო შემეშალა, დავუკავშირდი არუნს.

ბედი იყო, დავიწყეთ საუბარი და გაგრძელდა 5-6 თვე“, - ამბობდა არუნის ცოლი თამთა.

როგორ მიიღეს მშობლებმა ჩვენი ურთიერთობა?

„არ ეგონათ, რომ საქართველოში ჩამოვიდოდა, ვერ შემეწინააღმდეგნენ, ფიქრობდნენ არ მოეწონება და გაუშვებს უკანო. თუმცა მათაც მოეწონათ და დასთანხმდნენ.

ინდოეთი ცოტა ისეთი ქვეყანა, დიდი სანათესავო უნდა შეთანხმდეს და ერთი ამბები. ჩვენ ასე სწრაფად გავაკეთეთ ყველაფერი, იანვარში ჩამოვედი, მაისში ინდოეთში დავპატიჟეთ მშობლები“, - ამბობდა არუნ ხათრი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ყველაზე ბედნიერი დღე, 7 წლის ეველინი“ - დათო ლიკლიკაძე შვილის იუბილეზე ათენში გაემგზავრა

„ეს არის ის, რაზედაც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი“ - მარიამ მათიაშვილი შვილის პირველ კადრს აქვეყნებს

„ერთ-ერთი ყველაზე საშიში ვირუსია, რომელიც გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს“ - გიორგი ფხაკაძე „ფრინველის გრიპზე“