ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე, რომელიც სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად აქვეყნებს სტატუსს ყოველდღიური ცხოვრებიდან, ოჯახთან ერთად საბერძნეთში მოგზაურობს.
მისი შვილი, ეველინი 7 წლის გახდა და დაბადების დღე ათენში გადაუხადეს.
კადრებს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში აქვეყნებს:
„ოჯახთან ერთად გავემგზავრე მსოფლიო ცივილიზაციის დედაქალაქში. ათენი თბილი და მზიანი იანვარშიც კი.
ყველაზე ბედნიერი დღე 25 იანვარი. ჩემი შვილის დაბადების დღე. 7 წლის ეველინი“, - წერს დათო ლიკლიკაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ეს არის ის, რაზედაც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი“ - მარიამ მათიაშვილი შვილის პირველ კადრს აქვეყნებს