Digest Logo

🎥 „დაღერღილი ენდრო და ხახვის ფურცელია მოთავსებული...“ - ნუცა ცისკარიშვილი საზოგადოებას სააღდგომო კვერცხების შეღებვის წესს უზიარებს

1744740605
ნუცა ცისკარიშვილი

ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის შვილიშვილის მეუღლე, ბლოგერი ნუცა ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ოჯახურ ვიდეოებს და კადრებს.

ამჯერად იგი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც სააღდგომო კვერცხების შეღებვის წესს საზოგადოებას უზიარებს:

„კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიცია ქრისტიანულ სამყაროში, სიმბოლურად, უმძიმეს დღესთან - ქრისტეს ჯვარცმასთან, ანუ ადამის მოდგმის გადასარჩენად დაღვრილ სისხლთან არის დაკავშირებული. ტრადიციის თანახმად, სააღდგომო კვერცხები წითლად, წითელ პარასკევს მზის ჩასვლამდე იღებება.

მომზადების წესი:

🔸გამოვიყენე ოჯახურის ენდრო, სადაც დაღერღილი ენდრო და ხახვის ფურცელია მოთავსებული.

🔸1 ც. შეკვრა ენდრო ჩავყაროთ საშუალო ქვაბში, დავასხათ 1,5 ლ წყალი და დავამატოთ 1 ჩ/კ მარილი, ვადუღოთ 20 წთ.

🔸გავაგრილოთ ენდროს ნაყენი 2-3 საათი (თუ დავაყოვნოთ 8-10 სთ. უკეთეს წითელ ფერს მივიღებთ).

🔸ოთახის ტემპერატურის 10 ცალი გარეცხილი კვერცხი ჩავალაგოთ ქვაბში და ავადუღოთ. ადუღებიდან ვხარშოთ 25 წთ. ნელ ცეცხლზე.

🔸 მოხარშული წითელი კვერცხი ჩავაწყოთ ცივ წყალში რომ უკეთ გაიფრცქვნას.

🔸 წავუსვათ ზეთი სიპრიალისთვის.

ქრისტიანები ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას წითელი კვერცხებით ულოცავენ მორწმუნეებს“, - წერს ნუცა ცისკარიშვილი ვიდეოზე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „გიორგი ჩაკვეტაძე ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ბირმინგემში ჩამოვიდა...“ - რა კადრებს აქვეყნებს Geo Team-ი?

⭕ „რა ლამაზი შვილები გყავს...“ - თაკო ჩხეიძე ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

⭕„სულ მინდოდა,ასე, ჯეილოსავით დავმჯდარიყავი...“ - რა კადრებს აქვეყნებს მაია ასათიანი?