Digest Logo

„დაგვეხმარეთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს მისი საქართველოში გადმოსვენება“ - ლევან ჭელიძე

1683780650
გარდაცვლილი ბავშვი

ესპანეთში 3 წლის ქუთაისელი ბავშვი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგო მეექვსე სართულის აივნიდან გადავარდა. 

ოჯახს სურს ცხედარი საქართველოში გადმოასვენონ, რაც გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში იურისტი ლევან ჭელიძე ავრცელებს და საქართველოს მთავრობას მიმართავს.

„არასოდეს მე მსგავსი რამ არ მითხოვია !!! მივმართავ საქართველოს მთავრობას, ახალგაზრდა ოჯახს ესპანეთში უბედური შემთხვევით გარდაეცვალა 3 წლის ანგელოზი.

დაგვეხმარეთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს მისი საქართველოში გადმოსვენება.

მოგიკვდით ჩემო ახალგაზრდად დატანჯულო მშობლებო , ვერ თანაგიგრძნობთ, ვერ მოგატყუებთ, ჩემო პატარა ბავშვებო, პატარა მშობლებო . ამ ამბის თანაგრძნობა შეუძლია მხოლოდ შვილმკვდარ მშობლებს.

რომიკო, ანი, მოგიკვდი, შვილო.

გამაგრდით, მეგობრებო , მას სჭირდებით დაუსაბაოდ“, - წერს ლევან ჭელიძე.