თბილისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდს ეძებენ.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში ანა ვაშაკიძე ავრცელებს, რომელიც ამბობს, რომ ბავშვი ბოლოს სანზონაში იმყოფებოდა.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ არასრულწლოვანი უცნობ კაცმა მანქანაში ჩაისვა და წაიყვანა:
„სასწრაფოა!!!
ტერიტორიიდან დაიკარგა ბავშვი. შუადღისას ბავშვებმა დაინახეს როგორ ჩაისვა ვიღაც კაცმა ნაცრისფერ პრიუსში.
ბავშვების თქმით კიკვიძეში მიდიოდაო, თუმცა ვეძებთ და არსად არ არის.
ბავშვი არის უნარშეზღუდული და გაიპარა სახლიდან. ძალიან გთხოვთ, თუ სადმე შეამჩნევთ, შეგვატყობინოთ.
ჩართულია პოლიციაც“, - წერს ანა ვაშაკიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რატომ არ ღირს რეაგირება ტყუილზე? - ქეთევან ჯანდიერის საინტერესო პოსტი
⭕„ულამაზესი გოგო, ბედნიერი იყავი მუდამ...“ - ნუცა ბუზალაძე კალიფორნიაში პოზირებს
🌓 სარკის ეფექტი: რატომ ვირჩევთ მათ, ვინც გვტკენს? - რამაზ გიგაურის განმარტება