Digest Logo

რატომ არ ღირს რეაგირება ტყუილზე? - ქეთევან ჯანდიერის საინტერესო პოსტი

1779823038
გზაჯვარედინი

ეზოტერიკოსი და პარაფსიქოლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს გვიზიარებს, სადაც გვიხსნის, რატომ არ ღირს ტყუილზე რეაგირება.

მისი თქმით, მტკიცება უმეტესად ინფორმაციის გაცვლა კი არა, ძალაუფლების ბრძოლა ხდება:

„რატომ არ ღირს რეაგირება ტყუილზე?

როცა იცი, რომ ადამიანი გატყუებს, პირველი ინსტინქტი ხშირად სიმართლის „დამტკიცებაა“. არა იმიტომ, რომ ფაქტი გჭირდება, არამედ იმიტომ, რომ შენი ცნობიერება სამართლიანობის აღდგენას ცდილობს. ადამიანს ყველაზე მეტად ტყუილი კი არ სტკივა, არამედ ის, რომ მეორე ცდილობს, მისი რეალობა და ეჭვი უარყოს.

მაგრამ არსებობს ერთი ღრმა პარადოქსი: ადამიანი, რომელიც გაცნობიერებულად გატყუებს, უკვე იცის სიმართლე. ამიტომ მტკიცება უმეტესად ინფორმაციის გაცვლა კი არა, ძალაუფლების ბრძოლა ხდება. ჩემი სიყვარული, ფრიდრიხ ნიცშე წერდა, რომ ადამიანები ხშირად არა სიმართლისთვის, არამედ საკუთარი ილუზიის გადასარჩენად ცხოვრობენ.

როცა ვინმე იტყუება და შენ ამას ხედავ, სინამდვილეში ორი რეალობა ჩნდება: შენი რეალობა, სადაც ფაქტი ნათელია. და მისი რეალობა, სადაც ტყუილი საჭიროა. რატომ სჭირდება ადამიანს ტყუილი? რადგან ზოგჯერ სიმართლე მის იდენტობას ანგრევს. თუ ის აღიარებს: დაკარგავს კონტროლს, ავტორიტეტს, სასურველ იმიჯს, ან საკუთარ თავთან შექმნილ მითს, ამიტომ კამათი ხშირად აბსურდში გადადის. შენ ფაქტს ამტკიცებ, ის კი, საკუთარ ფსიქოლოგიურ გადარჩენას და აქ მოდის სიბრძნე: ყველა ბრძოლა, რომელიც შეიძლება მოიგო, აუცილებელი არ არის და არ ღირს არც ბრძოლად, არც მოგებად..

ზოგჯერ სიმართლის მტკიცება ნიშნავს, რომ შენ კვლავ აძლევ ადამიანს უფლებას, შენი შინაგანი სიმშვიდე განსაზღვროს. ფსიქოლოგიაში არსებობს მექანიზმი: როდესაც ადამიანს კუთხეში ამწყვდევენ, ის ხშირად უფრო ძლიერად ეკიდება ტყუილს. რადგან: ეგო თავს იცავს, ტვინი ცდილობს დისონანსის შემცირებას, სირცხვილი აგრესიად გარდაიქმნება, ამიტომ ხშირად ხდება: აშკარა მატყუარა უფრო დამაჯერებლად იწყებს ლაპარაკს, უდანაშაულო კი ემოციურად იშლება.

რატომ? რადგან სიმართლეს მეხსიერება სჭირდება. ტყუილს მეხსიერება + მსახიობობა და ყველაზე საინტერესო აქ არის: როცა შენ ზედმეტად ამტკიცებ სიმართლეს, მეორე ხშირად ქვეცნობიერად გრძნობს, რომ უკვე ემოციურად ხარ ჩაბმული. ანუ მისი იარაღია: „მე ჯერ კიდევ მაქვს ძალა შენზე“, ამიტომ სიჩუმე ზოგჯერ ყველაზე მაღალი ინტელექტის ფორმაა. არა სისუსტის გამო, არამედ იმიტომ, რომ აღარ შედიხარ მანიპულაციის წრეში..

ეზოთერულად ტყუილი მხოლოდ სიტყვა არაა. ეს არის რეალობის დამახინჯების ენერგია. როცა ადამიანი მუდმივად იტყუება: მისი ველი იბზარება, შინაგანი ცენტრი ქრება, იწყება ენერგეტიკული დაღლა.. მაგრამ აქ მთავარი სხვა რამეა: თუ შენ მუდმივად უმტკიცებ სიმართლეს ადამიანს, რომელსაც სიმართლის მიღება არ უნდა, შენ საკუთარ ენერგიას აბარებ დახურულ სივრცეს..

ეს ჰგავს: კარზე ბრახუნს სახლში, სადაც არავინაა და რომც იყოს არ აპირებს გაღებას. უმაღლესი ენერგეტიკული პოზიცია არის: დაინახო, გაიგო და არ დაკარგო თავი სხვისი სიცრუის ლაბირინთში. რადგან ძლიერი ადამიანი ყოველთვის არ ამარცხებს “მეტოქეს”. ხშირად უბრალოდ წყვეტს “ომში” მონაწილეობას.

რატომ გვინდა მაინც „აღიარება“? რადგან ბავშვობიდან ადამიანში ცხოვრობს ერთი სურვილი: „დაინახე, რომ მართალი ვარ“. ეს არ არის მხოლოდ ფაქტის საკითხი. ეს არის არსებობის დადასტურების მოთხოვნილება. მაგრამ ზრდასრულ ცნობიერებაში ერთ მომენტში ხვდები: შენი სიმართლე სიმართლედ რჩება მაშინაც, როცა მას არ აღიარებენ. აი ეს, უკვე თავისუფლებაა.

ადამიანს, რომელიც შეგნებულად გატყუებს: სიმართლე ხშირად არ აკლია.. მას, პასუხისმგებლობა აკლია.. და როცა ამას ხედავ, ორი გზა გაქვს: ამტკიცო და წყლის ნაყვით დაკავდე, დარჩე მის თამაშში. ან, დაინახო და გახვიდე თამაშიდან. მეორე გზა ბევრად რთულია. რადგან იქ ეგოს აღარაფერი კვებავს. მაგრამ სწორედ იქ იწყება ნამდვილი ძალა. ყველაზე მაღალი ინტელექტი ყოველთვის ხმამაღალი არაა. ზოგჯერ ის უბრალოდ მშვიდად ამბობს საკუთარ თავში: „მე ვხედავ ყველაფერს. და მაინც აღარ ვხარჯავ ჩემს ენერგიას იმის დასამტკიცებლად, რაც უკვე ვიცი“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ულამაზესი გოგო, ბედნიერი იყავი მუდამ...“ - ნუცა ბუზალაძე კალიფორნიაში პოზირებს

🌓 სარკის ეფექტი: რატომ ვირჩევთ მათ, ვინც გვტკენს? - რამაზ გიგაურის განმარტება

მცენარეები, რომლებიც სახლში კეთილდღეობაზე, სიყვარულსა და სიუხვეზე ზრუნავენ - ჩამონათვალი