Digest Logo

„დაირღვა ჩემი უფლებები... ტელეკომპანიამ გადაცემის მთავარი პროდიუსერი და რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლა“ - მერსი სულხანიშვილი

1653824106
მერსი სულხანიშვილი

„სიმსუქნის პროპაგანდას მე გადაცემიდან არ მივესალმები”, - ეს სიტყვები რამდენიმე დღის წინ  ჟურნალისტმა მერსი სულხანიშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში გააჟღერა, რითაც საზოგადოების დიდი ნაწილი დაიპირისპირა.

ახლა კი ის სოციალურ ქსელში ამტკიცებს, რომ სინამდვილეში მასალა იყო ცუდად დამონტაჟებული და არ შეესაბამებოდა რეალობას. გარდა ამისა, ამბობს, რომ მომხდარის გამო „რუსთავი 2“ -მა მთავარი პროდიუსერი და რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლა.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მსურს გამოვეხმაურო 17 მაისს Rustavi 2 • რუსთავი 2 ეთერში გასულ გადაცემა Night Prime Time • ღამის პრაიმ-თაიმი, სადაც ჩემი გასული ეპიზოდი მაყურებელმა იხილა მონტაჟის შედეგად დამახინჯებული კონტექსტით, დაუსრულებელ ფორმატში ასევე ადგილი ჰქონდა კონტენტის მონაცვლეობას რამაც შექმნა სრულიად სხვა სურათი.

სრულიად ვიზიარებ მაყურებლის რეაქციას, ბოდიშს ვუხდი მაყურებელს შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე. აქვე თავს ვალდებულად ვთვლი, მოგიყვეთ რა იყო სინამდვილეში. გადაცემის ერთ-ერთი სტუმრის გვანცას მისამართით ნათქვამი ფრაზა, „თქვენ მოგწონთ თქვენი თავი ამ ფორმაში?” მაყურებელმა იხილა მხოლოდ ეს ფრაზა, რომელსაც ჰქონდა გაგრძელება სწორედ ეს გაგძელება იყო მთავარი სათქმელი, „მთავარია თქვენ მოგწონდეთ, თქვენ გიყვარდეთ თქვენი თავი, არ აქვს მნიშვნელობა სხვები რას ფიქრობენ ან როგორ გხედავენ, არ მივესალმები არც ჭარბ წონიანების და არც გამხდრების ბულინგს მთავარია სარკეში ჩახედვისას ჩვენ მოგვწონდეს ჩვენი თავი არ აქვს მნიშვნელობა სხვები რას ფიქრობენ ან როგორ გვხედავენ.

დასრულებული ფრაზის ნაცვლად ვიხილეთ, სხვა რესპონდენტის მიერ ბულინგის შედეგად სტუდიიდან ატირებული გვანცას ადგომა და გასვლა ასევე ქალბატონი მაია ბარათაშვილის რეპლიკა, რომელიც ასევე მე არ მეკუთვნოდა.

დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს ვინც ამ დღეების განმავლობაში ჩემთან ერთად იდგა სიმართლის მხარეს, დიდი მადლობა ტელეკომპანია რუსთავი2 - ს, რომელთანაც მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს, დიდი მადლობა არხის მენეჯმენტს ქალბატონ თამარ ფხაკაძეს და ტელეკომპანია რუსთავი2 -ის გენერალურ დირექტორს ბატონ ზაზა გველესიანს, რომლებმაც გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ მოახდინეს რეაგირება.

მოგეხსენებათ თითოეულ გადაცემას ჰყავს ცალკე პროდიუსერების გუნდი, მთავარი პროდიუსერის ხელმძღვანელობით. ეთერში გასულ გადაცემის შინაარსზე და ხარისხზე პასუხისმგებელია სწორედ კონკრეტული გადაცემის მთავარი პროდიუსერი და არა არხის მენეჯმენტი გამომდინარე იქიდან, რომ დაირღვა ჩემი როგორც სტუმრის უფლებები (დაუსრულებელი ფრაზა რის შედეგადაც დაირღვა კონტექსტი, მეტი დრამატიზებისთვის მოხდა ეპიზოდის მონაცვლეობა) ასევე თქვენი მაყურებლის შეცდომაში შეყვანა ტელეკომპანიის გადაწყვეტილებით მოხდა მთავარი პროდიუსერის მაია სტეფნაძის და ასევე გადაცემის რამდენიმე თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება“, - წერს მერსი სულხანიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„პოზიტიურად და შინაგანი სიმშვიდით, სიკეთითა და სიყვარულით განვლეთ ეს დღე!“ - მიხეილ ცაგარელი მოსახლეობას აფრთხილებს

🔵ლელა მებურიშვილი გასაოცარ ფორმაშია - ნახეთ, რა ფოტოებს ავრცელებს ცნობილი მსახიობი

🎥 „როგორ უყურებს მამიკოს“ - გალა გასვიანის უსაყვარლესი ვიდეო