Digest Logo

„დაკარგვის მეორე დღეს სახლში დიდი, შავი პეპელა შემოფრინდა, სამაჯურზე დამაგრებული ჯვარი ხელში ჩამატყდა“ - რას წერს გარდაცვლილი პროფესორის ცოლი

1720268279
პროფესორ გიორგი გახელაძ

 მწერალ ირმა მალაციძის მეუღლე, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. 

დაკარგული 57 წლის პროფესორი, გიორგი გახელაძე იყო, რომლის სამძებრო სამუშაოებში პოლიცია და მოხალისეები იყვნენ ჩართული.

გარდაცვალების შემდეგ, მისმა ცოლმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:

„გიოს დაკარგვამდე და დაკარგვის დღეებში რამდენიმე უცნაური ფაქტი მოხდა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მინდა, რომ გაგიზიაროთ, იქნებ ასეთ დროს ძალიან გვჭირდება, დავიჯეროთ, რომ სიცოცხლე სადღაც სხვა ფორმით გრძელდება:

1. დაკარგვამდე ორი დღით ადრე, სამაჯურზე დამაგრებული ჯვარი ხელში ჩამატყდა;

2. დაკარგვის მეორე დღეს სახლში დიდი, შავი პეპელა შემოფრინდა. ამდენი წელია აქ ვცხოვრობთ და მსგავსი არ მახსენდება. იფარფატა კარგა ხანს და გაფრინდა;

3. როცა ლილოსთან, სოფ.ნასაგურში წავედი, საიდანაც იყო ზარი, თითქოს იქ დაინახეს, ბოლო გაჩერებაზე მივედი. დიდი მოედანი იყო. ირგვლივ ყანები აკრავდა და ერთადერთი სახლი იდგა, დიდი ეზოთი. მანქანა გავაჩერე და გადმოვედი. უცებ ეზოდან, დიდმა შავმა ძაღლმა პირი ჩემკენ იბრუნა, და ისეთი საშინელი ყმუილი დაიწყო, მეგონა, რომ მელაპარაკებოდა. ჩემს გარდა იქ გადამღები ჯგუფიც იყო და სხვა ადამიანებიც, ის კი მე „მელაპარაკებოდა“. მეგონა, რომ მეხმა გამიარა, ისეთი საშინელი მოსასმენი იყო. მაშინ მივხვდი, რომ გიო ალბათ ცოცხალი აღარ იყო. დავუწყე ყვირილი, გაჩუმდი მეთქი, ის კი ყმუოდა და ყმუოდა.

4. მთელი თვის მანძილზე უბნის ძაღლები ჩემს ფანჯარასთან ყმუოდნენ, ძილის საშუალებას არ გვაძლევდნენ.

5. როცა თემქაზე დავიწყეთ ძებნა, წერეთლის მონუმენტთან, და ცხადია, უშედეგოდ, სახლში დაბრუნებულმა აღმოვაჩინე, რომ სამზარეულოში გვიკიდია კალენდარი, რომელზედაც წერეთლის მონუმენტია გამოსახული.

6. მათე ორ თვეზე მეტია ამბობდა, მამა კვდებაო. სკოლაშიც უთქვამს, მაგრამ ვფიქრობდით, ავად რომ გახდა, ამიტომ ამბობსო. არ ვიცი, შესაძლოა მართლა აქვს რაღაც უნარი.

7. ძიების ბოლო ღამეს, წამით ჩამთვლიმა და თითქოს რაღაც კადრი განათდაო, გიო სანაიას სახე ამოვარდა და ჩაქრა. გიჟივით გამომეღვიძა. ჩვენი საერთო მეგობარი იყო.

პ.ს. არ ვიცი, რატომ გიყვებით ამას. მაპატიეთ, თუ თავს გაბეზრებთ, უბრალოდ, გაზიარება მინდა. ეს ცოტას მეხმარება“, - წერს ირმა მალაციძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მინდა შენი სახით მეგობრის დაბრუნება, რადგან ძალიან მაკლიხარ შენ და შენი ისტორიები“ - ნატალია ყიფშიძე ბებიას დაბადების დღეს ულოცავს

მაკუნა ზედაშიძე შვილის ფოტოს აქვეყნებს - „სოფკა“

ბუდუ ზივზივაძე მეუღლესთან ერთად ესპანეთში იმყოფება - ნახეთ, რა ფოტოს აქვეყნებს ფეხბურთელის ცოლი