მსახიობ ზურა ყიფშიძის შვილიშვილი, გიორგი ყიფშიძის ქალიშვილი, მსახიობი ნატალია ყიფშიძე ბებოს ლელა გოცირიძეს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ემოციური სიტყვებით ულოცავს.
ნატალია ყიფშიძის მილოცვას „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„მინდა რომ ეს წელი შენთვის იყოს ბედნიერების, სიხარულისა და სიმშვიდის თაიგულივით ლამაზი!
შენზე სულ მახსენდება სამზარეულოს ტკბილი საუბრები - მერე სულ რაღაც დიდი ინფორმაციით რომ მივდიოდი დასაძინებლად. ყველა ისტორია მახსოვს, რაზედაც მელაპარაკებოდი და მეტიც - მეხსიერებაში სამუდამოდ რომ ჩამრჩენოდა სიზმრად ვხედავდი: შენ ახალგაზრდულ მეამბოხეობას.
ზურას რომ ანეკდოტურ ლექსებს უნახავდი ჩემოდანში, შემთხვევით პერანგის ჯიბით რომ გადმოიტანე საბჭოთა კავშირის დროს აეროპორტში, „როლიკებით“ რომ კატაობდი თეატრალურში, იარაღს რომ ფლობდი, ლომს სახელად ინგას რომ შეებრძოლე ახალი შუბის გულისთვის, ქურდებს რომ არ შეუშინდი და რა დამავიწყებს ლელას, რომელმაც ტარება იმდენად კარგად იცოდა, რომ თავი ზურას კი არ მოატაცინა - აქეთ მოიტაცა თოვლიან ამინდში.
ჩემთვის შენი ცხოვრების ისტორიები სუპერმენის მსგავს კომიქსებად არის წარმოდგენილი. ჩვენი ურთიერთობიდან ყველაზე მკაფიოდ ურუშაძის ფილმის გადაღებებზე ლურჯ სასტუმროს ოთახში ცხოვრება და სკოლისკენ მიმავალ გზაზე როდ სწიუარტის მოსმენა მახსენდება.
ბებო, მიყვარხარ ძლიერ და მინდა შენი სახით მეგობრის დაბრუნება, რადგან ძალიან მაკლიხარ შენ და შენი ისტორიები - დარწმუნებული ვარ მოსაყოლი კიდევ ბევრი გაქვს..
სიყვარულით, შენი ნატალია“, - წერს ნატალია ყიფშიძე.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მაკუნა ზედაშიძე შვილის ფოტოს აქვეყნებს - „სოფკა“
⭕ბუდუ ზივზივაძე მეუღლესთან ერთად ესპანეთში იმყოფება - ნახეთ, რა ფოტოს აქვეყნებს ფეხბურთელის ცოლი
⭕ტრაგიკულად დაღუპულ სამხედრო მფრინავს გორის პანთეონში დაკრძალავენ