Digest Logo

🎥 „დახვრეტილ ახალგაზრდას მოჰპარეს და ალბათ სამომავლოდ შანტაჟისთვის გადაინახეს!“ - ნიკო კვარაცხელიას დედა საგანგებო მიმართვას ავრცელებს

1683306588
ნიკო კვარაცხელია

„ვითხოვ პასუხს, პირადად თქვენგან ასე ღიად და საჯაროდ, სად არის ჩემი შვილის საათი, რა მოტივით მომიკლეს შვილი და როდის აღსრულდება სამართალი???“ - ამ სიტყვებით ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლული პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე მინისტრს მიმართავს.

„ბატონო მინისტრო! მოგმართავთ ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე, იქნებ ნიკო კვარაცხელიას საათის შესახებაც პირადად თქვენ ფლობთ ინფორმაციას ან პირადად თქვენთან ინახება, საათი რომელიც ქალაქის ცენტრში დახვრეტილ ახალგაზრდას მოჰპარეს და ალბათ სამომავლოდ შანტაჟისთვის გადაინახეს! ან იქნებ ისიც მითხრათ მეორე საქმედ გამოფილი ნაწილი როდის აღსრულდება, ყველაფერს აქვს დასასრული, მოთმინებით, ქრისტიანული მორალის დაცვით და განსაზღვრული უფლებებით მივუყვები საქმეს, მაგრამ საპირისპიროდ ჩვენ განადგურებული დედები თითქოს ვტყუით (ან ვიღაცაში სინდისის და სულის ერთმანეთთან შეჯახებით სიმართლე რომ ამოიფრქვევა, ის უკვე ცრუობს).

არა ბატონო მინისტრო! ამაზე უკვე ვეღარ დაგეთანხმებით, ვეღარ დაგიჯერებთ, რომ თქვენ ნიკო კვარაცხელიას საქმეს გახსნით და ხელისგულზე დადებულ საქმეს ოდესმე ბოლომდე მიიყვანთ!
იქნებ ძიება შეწყვიტეთ კიდეც, ან დამკვეთებს და მათ ხელშემწყობებს მომავალი ტერორისტული აქტისთვის ამზადებს მავანი!!!

ვითხოვ პასუხს, პირადად თქვენგან ასე ღიად და საჯაროდ, სად არის ჩემი შვილის საათი, რა მოტივით მომიკლეს შვილი და როდის აღსრულდება სამართალი??? ქრისტიანულად მე განადგურებულმა დედამ მათ შევუნდე და დავძინე კიდეც ამ ქვეყანაში დაე ნიკო იყოს ბოლო და უკანასკნელი მეთქი მაგრამ საპასუხოდ რა მივიღე???
ორი წელი გადის და საქმე არ მიგიყვანით ბოლომდე მაშინ როცა ერთ საათში სრულიად საქართველომ იცოდა რომ ნიკო კვარაცხრლია მოუკლეს ქვეყანას როგორც წარმატებული ახალგაზრდა!!!

ყველა გახმაურებული საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს( თანავუგრძნობ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს) ყველა ადამიანის, ახალგაზრდის უფლება დაცული უნდა იყოს ამ ქვეყანაში, ჩვენ განადგურებული ოჯახები უკვე კია არ გთხოვთ, მ ო ვ ი თ ხ ო ვ თ!

შინაგან საქმეთა სამინისტრო.

P.S. დღეებია არ ცხრება ინტერესი იქნებ ნიკოც რამე სახით იყო ქოლცენტრებთან დაკავშირებულიო, ნამდვილად არა, მაგრამ ნიკო და თავისი გუნდი, მისი თანატოლი ახალგაზრდები უდავოდ იქნებოდნენ რისხვა ყველა უკანონო ქმედებისა ამ ქვეყანაში, ამიტომაც ესროლეს, მაგრამ ვერ მოკლეს!!!

მინდა ყველამ იცოდეს ნიკო კვარაცხელიას საქმეზე სასჯელს მხოლოდ ორი სულგაყიდული ახალგაზრდა იხდის რომლებსაც თვალებში რომ შეეხედათ ჩემი ნიკოსთვის ვერ ესვროდნენ! სიყვარული სცვიოდა ჩემს ბიჭს თვალებიდან!

ბატონო მინისტრო, რომ არა თქვენი განცხადება ნამდვილად არ ვფიქრობდი სწორედ დღეს ხმაურს!

P.S. ფოტო კი ძალიან გვიყვარს და ამიტომ გიზიარებთ, ასე დაგვცქერის ჩვენი ბიჭი, ანა კი თავის მონაცვლედ დაგვიტოვა“, - წერს იზა ომაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 მასტერმა ლევან ბერძენიშვილს სიმღერა მიუძღვნა - „შენ უეჭველი პუტინი გაფინანსებს“

ასპინძაში ეძებენ ახალგაზრდა კაცს, რომელიც სავარაუდოდ, მტკვარში ჩავარდა

🎥 გაიგეთ თვეში რამდენჯერაა მიზანშეწონილი თმის შეღებვა - რა რჩევას გვაძლევს ზაზა თელია