Digest Logo

🎥 დალი ჩიტალაძის გრანდიოზული დაბადების დღე - კადრები მოდის ექსპერტის იუბილედან

1743413383
დალი ჩიტალაძე

30 მარტს დალი ჩიტალაძე იუბილარი იყო. მოდის ექსპერტმა დაბადების დღე მეგობრებთან ერთად გრანდიოზულად აღნიშნა. 

დაბადების დღის წვეულებას უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა, ფოტოები კი სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ცნობისთვის, დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა.

შეგახსენებთ, რომ როდესაც მოდის ექსპერტი 60 წლის გახდა, მაშინ ჟურნალ „სარკეს“ ასაკზე ესაუბრა. როგორც იგი ამბობდა, საკუთარ სხეულთან სრულ ჰარმონიაშია, მისი ენერგიის მთავარი წყარო კი ის არის, რომ არასოდეს ჩერდება და ყოველი მომდევნო წელი მისთვის მოტივაციაა.

„მეგობრები ხშირად მეუბნებიან, რატომ ამხელ საკუთარ ასაკს ასე თამამადო. მე კი ვფიქრობ, რომ ძალიან ადეკვატური აღქმა მაქვს ასაკის, ვარ ჰარმონიაში ჩემს სხეულთან, გარემოსთან. მთავარია, ვიყოთ ჯანმრთელები, თორემ ასაკს რა მნიშვნელობა აქვს? 60 წელი მარტო ციფრები ყოფილა. მე თვითონ არ მჯერა, რომ ჩემს ცხოვრებაში ექვსი და ნული დაიწერა. განწყობით და შინაგანი შემართებით თავი 25 წლის გოგო მგონია.

ჩემი ენერგიის მთავარი წყარო ის არის, რომ არასოდეს ვჩერდები, ყოველი მომდევნო წელი ჩემთვის მოტივაციაა, რომ განვვითარდე, რაღაც ახალი ვისწავლო. სულ სიახლის ძიებაში ვარ. ჩემი ხასიათი მაძლევს სიცოცხლის, სიყვარულის საშუალებას. როდესაც ისწავლი, რომ ცხოვრება უნდა დააფასო თავისი ბევრი სილამაზით, მაშინ ვერც ერთი ასაკი მოგერევა. ყოველთვის უნდა იყო კმაყოფილი და საკუთარი თავი უნდა მიიღო ისეთი, როგორიც ხარ“, - ამბობდა მოდის ექსპერტი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„დიდება და მადლობა უფალო მართალი სარწმუნოებისთვის, ტკივილისთვის და სიხარულისთვის“ - ჯონდი ბაღათურია 61 წლის გახდა

„სილამაზე...“ - ანუკი არეშიძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს

რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე იღბლიანი, წარმატებული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ