Digest Logo

„დიდება და მადლობა უფალო მართალი სარწმუნოებისთვის, ტკივილისთვის და სიხარულისთვის“ - ჯონდი ბაღათურია 61 წლის გახდა

1743411065
ჯონდი ბაღათურია

ეკონომისტი, პოლიტიკოსი ჯონდი ბაღათურია იუბილარია. დღეს იგი 61 წლის გახდა და სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო. 

სამადლობელი წერილი პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გაავრცელა და უფალს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდება და მადლობა უფალო ყველაფრისთვის რაც მომეცი და რასაც ამარიდე.

დიდება და მადლობა უფალო მართალი სარწმუნოებისთვის, მართლმადიდებლობისთვის.

მადლობა ტკივილისთვის და სიხარულისთვის, ჩემი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, მადლობა თქვენ ყველას მოლოცვისთვის, მადლობა სიყვარულისთვის.

გული გამითბეთ, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგამრავლოთ“, - წერს ჯონდი ბაღათურია.

შეგახსენებთ, რომ ჯონდი ბაღათურიას 2021 წელს მეუღლე გარდაეცვალა. 

„ჩემი ნათია გარდაიცვალა

განუსვენე უფალო სულსა მივვალებულისა მხევალსა შენისა ნათიასი და დაამკვიდრე ცათა სასუფეველში სადაცა მართალნი განისვენებენ“,- წერდა ბაღათურია.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„სილამაზე...“ - ანუკი არეშიძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს

რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე იღბლიანი, წარმატებული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ

„ხუთი წლის ვიყავი როცა დაიბადა, იმ დღიდან აღარ ვიყავი დედისერთა“ - 24 წლის გიგა დაუშვილი, რომელსაც ოჯახი 9 თებერვლიდან ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს