Digest Logo

„დამაფიქრეს, ბევრი შევცვალო ჩემს თავში... თურმე რამდენი რამ არ მომწონს და არ ვიცოდი აქამდე...“ - ზურა შევარდნაძე

1676125666
ზურა შევარდნაძე

„გარდენიას“ დამფუძნებელი, ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას ინდოეთში, გადაღებებზე მიღებულ ემოციებს უყვება.

👉„კაცმა კაცის გაჭირვება რა იცის... გამისკდა თავი, გაგიხმეს ხელები!“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ზურა შევარდნაძე?

„დავბრუნდი ინდოეთიდან, თესვაც დავიწყე და საგაზაფხულოდ სამზადისიც მაგრამ ფიქრით, აზრით, გულით, გონებით მაინც იქ ვარ.

არასდროს, არაფერს და არავის ისეთი შთაბეჭდილება ჩემზე არ მოუხდენია როგორც ამ ქვეყანამ, ხალხმა, მათმა თავმდაბლობამ, სიმშვიდემ და ყველას, ყველაფრის მიმართ დამოკიდებულებამ მოახდინა.

უღატაკესი, არაფრის მქონეც არაა უბედური, დაგლახებული და გასაცოდავებული. სულ, სულ არაფრის მქონეც მშვიდი და ზომიერია, არ იწვევს სიბრალულს, ზოგჯერ პირიქითაც კი საკუთარი თავი გეცოდება რომ ყველაფერი გაქვს და მაინც არ ხარ ისეთი კმაყოფილი, როგორც ის არაფრის მქონეა. კი მითხრა კიდეც ერთმა ახალგაზრდა კაცმა, რომ ჩვენ (არაინდუსები) ცხოვრებას მცედლობებში ვხარჯავთ. თვითონ კი ბედს არიან მინდობილნი.ვშრომობ და კარს მომდგარი გაზაფხულისთვის ვამზადებ ბაღს თან ვფიქრობ ბევრს, ბევრს ვფიქრობ.მადლიერი ვარ ამდენი შესაძლებლობისთვის... გამჩენელის მადლიერი ვარ, რომ შემახვედრა ამდენ სხვადასხვა ადამიანს, რომლებმაც დამაფიქრეს, შევცვალო, ბევრი შევცვალო ჩემს თავში. თურმე რამდენი რამ არ მომწონს და არ ვიცოდი აქამდე. ეგებ გამომივიდეს კიდეც", - წერს ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 დაათვალიერეთ ნინო ნადირაძის მდიდრული სახლი, რომელსაც 4 წელი აშენებდნენ

„ზამთრიდან ზაფხულში“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე

„დიდი მოლოდინის შემდეგ...“ - ცნობილია, როდის ბრუნდება დათი საქართველოში