ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტი, მწერალი ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში ოჯახთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს საიდანაც ვიგებთ, რომ მის ძმას სერიოზული პრობლემა აქვს, თუმცა ცისნამი მიზეზს ჯერჯერობით არ ასახელებს.
„ნათესავებო, დედის მხრიდან, მამის მხრიდან, ჩამოდით სოფელში და გვერდით დაუდექით დედაჩემს. დამამშვიდებელი წამლებით ვაძინებთ, რომ ნერვიულობაზე გული არ გაუსკდეს.
რამე რომ დაემართოს და გარდაიცვალოს, მაშინ ჩამოხვალთ გასვენებაში ყველანი ხომ? სანამ ცოცხალია ადამიანი და თანადგომა სჭირდება, ჩუმად ხართ! თვალებიდან საერთოდ ვეღარ ხედავს! ერთადერთი ძმა ჰყავს და სრცხვენოდეს, არც კი დაურეკავს, მოუკითხავს. ასე მგონია ყველას უხარია რაც ჩვენს თავს ხდება!
ესაა ნათესაობა? ასევე ბავშვობის მეგობრებო, ამ ზაფხულს რომ დაგიძახეთ, წამოდით, საქეიფოდ გეპატიჟებით -მეთქი, ყველანი უცებ აქ გაჩნდით და ახლა, როცა ჩემს ოჯახს უჭირს და გთხოვეთ საქმის მშვიდობიანი მოგვარება ყველანი განზე გადექით.
ყოჩაღ და ბრავო თქვენს მეგობრობას! ასე რამ გაგაბოროტათ ყველა, რომ ჩემი პატარა ოჯახის განადგურება გინდათ?! როგორ დაგაბრმავათ ეშმაკმა ყველანი, რომ არც ერთი თქვენგანი არ შეწუხდით! ჩუმად ხართ როგორც თევზი!
ჩვენ ამ ჭირსაც გავუძლებთ და ვაჟკაცურად გადავლახავთ! მადლობა რომ მაჩვენეთ, ვინ, ვინ ხართ!
ადვილია წაქცეული ადამიანის კიდევ მეტად წაქცევა, არა?! დავწერ იმას რასაც ვგრძნობ და რაც ვიგრძენი ყველასგან! ვერავინ ვერ ამიკრძალავთ ჩემი ნამდვილი ემოციების გამოხატვას!
გრცხვენოდეთ, რომ გვერდში არ დამიდექით! აწი, აღარ იბლატაოთ არავისთან, რომ ცისნამი საყვარლიშვილი თქვენი მეგობარია! ჩემი ნამდვილი მეგობარი ვინ არის, ახლა კარგად გამოჩნდა! არაუშავს, ესეც გაივლის!
როგორც ყოველთვის, უცხო ადამიანებისგან ვგრძნობ ძალას და ენერგიას.
მადლობა ხალხო! როგორც კი მექნება უფლება, ყველაფერს დაწვრილებით აგიხსნით, მანამდე კი იცოდეთ რომ ჩემს ოჯახს ძალიან უჭირს და მთელი საქართველოს გვერდში დგომა სჭირდება!
მიყვარხართ კარგი ადამიანები! საღამოს 5 საათზე თბილისში ვიქნები! დედა, ძმა და ოჯახი ვეღარ დამხვდებიან! ისეთი ბედნიერი და გახარებული აღარ ვარ, როგორიც ამ ზაფხულს ვიყავი! თავზე ცა ჩამომენგრა!
ბოროტი ადამიანები ხარხარებენ ჩვენს ასეთ მდგომარეობაზე!
ღმერთი მაღალია! მჯერა, რომ ბოლომდე არ გაგვწირავს! მე პირადად ბევრ განსაცდელს გავუძელი ცხოვრებაში, ამასაც გავუძლებ და უფრო გავძლიერდები!
სირცხვილი თქვენ, რომ ჩემს გვერდით არ ხართ! ცხოვრება კიბეა, ხან მაღლა ავალთ, ხან ძირს დავეცემით!
მე კი ფერფლიდან ავდგები და მაინც წითელთმიანი, ფერადი ცისნამი ვიქნები!“, - წერს ცისნამი საყვარლიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ხალხი მწერს როგორ გახდიო“ - ნინი შერმადინი არაჩვეულებრივ ფორმაშია