ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„დამერწმუნეთ,
როცა ჩვენი გარდაცვალების ჟამი დადგება,
როცა დარჩენილი იქნება წუთები,
როცა ვერცერთი ახლობელი ვეღარ განუგეშებს,
როცა ენა დუმს,
გონებაც აღარ მუშაობს – გარე სამყაროსთან კავშირი მინიმალურია,
და აღარც გინდა და აღარც გაინტერესებს...
ხორცი უძლური,
უმაქნისია.
მაშინ დგება ჟამი ისიქიისა,
და თუ მე არ ვიცი, ეს რა არის,
არ ვიცი რა გავაკეთო ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან წუთებსა და წამებში,
როცა აი, ეს ესაა და უფალს უნდა შევხვდე,
...
ამიტომ,
ვისწავლოთ ლოცვა,
არავის არ დავუგდოთ ყური, ვინც ჩაიქირქილებს,
ვინც გაიცინებს,
ხიბლსა და ტყუილში ის არის, ვისაც კარგი ვინმე ჰგონია თავი, ხოლო ლოცვითი ცხოვრების წესი საკუთარი თავის ადეკვატურ აღქმას გასწავლის,
რომ არაფერი ხარ,
თუ ქრისტემ არ გიშველა და არ ამოგიყვანა საკუთარი ჯოჯოხეთიდან“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ფეხბედნიერი იყოს საბუკა შენი მობრძანება“ - მარიამ ელიეშვილი შვილთან ერთად საქართველოშია
🎥 როგორ შევინახოთ პური ზაფხულში? - კვების ტექნოლოგის განმარტება