Digest Logo

„დამოკიდებული ადამიანები რჩეული ხალხი ვართ, არ გვაქვს არჩევანი, ვიყო ბედნიერი თუ მოვკვდე“ - რას წერს ლევან მათითაშვილი

1788423564
ლევან მათითაშვილი

ტრენერი, პროგრამის „რეთრითი“ ხელმძღვანელი, ადამიანი, რომელიც საზოგადოებას სულიერ ტრანსფორმაციაში ეხმარება, ლევან მათითაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და დამოკიდებულ ადამიანებზე საუბრობს:

„დამოკიდებული ადამიანები მართლაც, რომ რჩეული ხალხი ვართ.

რატომ და ჩვენ არ გვაქვს არჩევანი - ვიყო ბედნიერი თუ მოვკვდე.

ვინაიდან დამოკიდებულება არის გაყინული ემოციების დაავადება, ჩვენ გვიწევს ამ ემოციების განფუთვა, გვიწევს ემოციებთან მუშაობა, სხვაგვარად ვერ გადავრჩებით და ამიტომაც ანონიმურ გაერთიანებებზე სხვაგვარად შენდება ურთიერთობა, სხვა სიხშირეზე.

ჩვენც მაგიტომ შევქმენით ჩვენი რითრითიც და ჩვენი გუნდიც გავერთიანდით, ვინაიდან ასე ვიცხოვროთ.

არსებობს პროგრამა სპეციალურად ჩვენნაირი ადამიანებისთვის, სტანდარტული ფსიქოლოგია ამას ვერ ეხმარება…

ჩემი ბევრი წლის დაკვირვებით საქართველოში 98% -ს ეს სჭირდება, თუ 100% არა.

გავერთიანდეთ, მივაწვეთ, ერთად ყველაფერს შევძლებთ.

იცი სად მიხვდები რომ ავად ხარ?

- როგორც კი იფიქრებ, რომ შენ იცი როგორ იცხოვრო, აი მანდ“, - წერს ლევან მათითაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„მუდმივი კრიტიკის და სხვების განსჯის უკან იმალება საკუთარი თავით უკმაყოფილება“ - ფსიქოლოგის მნიშვნელოვანი გაფრთხილება

„ფულადი კეთილდღეობის არხს ვხსნით...“ - როდის შევიჭრათ თმა სექტემბერში?

2026 წლის სექტემბრის მნიშვნელოვანი თარიღები თიკა ქოქაშვილისგან