Digest Logo

„დამპირდა, რომ ათიანებზე ისწავლის, მოვიდა და გამიზიარა უსაზღვრო სიხარული“ - გია ჯაჯანიძის შვილიშვილი სკოლაში შევიდა

1757935189
გია ჯაჯანიძე

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელში შვილიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ნია პირველ კლასში შევიდა. 

გარდა ამისა, გია საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს:

„ნია დღეს პირველად წავიდა სკოლაში.

გაკვეთილების შემდეგ მოვიდა და გამიზიარა უსაზღვრო სიხარული. მომიყვა მასწავლებელზე, ახალ მეგობრებზე, სკოლაზე.

დამპირდა, რომ ათიანებზე ისწავლის. გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას. წარმატებები ყველას“, - წერს გია ჯაჯანიძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„მეორე კლასში გადავიდა და ჯერ კიდევ ძალიან ბეჯითი, მონდომებულია, იმედია ბოლომდე ასე იქნება“ - გურამ შეროზია შვილზე

როგორ მოვამზადოთ პატარა ცხოვრების ახალი ეტაპისთვის - რეკომენდაციები მშობლებს, ვისაც შვილი პირველ კლასში შეჰყავს

შორენა ბეგაშვილის მოგზაურობა თურქეთში გრძელდება - „საოცარი და დახვეწილი ქალი“