Digest Logo

„მეორე კლასში გადავიდა და ჯერ კიდევ ძალიან ბეჯითი, მონდომებულია, იმედია ბოლომდე ასე იქნება“ - გურამ შეროზია შვილზე

1757934908
გურამ შეროზია

ბლოგერი და მოგზაური გურამ შეროზია სოციალურ ქსელში შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და ამბობს, რომ მისი 7 წლის ელენე მეორე კლასში გადავიდა. 

იგი ასევე საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს:

„დაიწყო სკოლა! გილოცავთ ყველას.

ელენა მეორე კლასში გადავიდა და ჯერ კიდევ ძალიან ბეჯითი და მონდომებულია, იმედია ბოლომდე ასე იქნება, კარგად გვაქვს დაცდილი ოჯახში სიბეჯითე და შრომისმოყვარეობა“, - წერს გურამ შეროზია.

ცოტა ხნის წინ ბლოგერი სოციალურ ქსელში შვილზე წერდა:

„ბედნიერი ვარ, რომ აგერ უკვე 7 წელია, რაც ჩემს ცხოვრებას ალამაზებ, ათბობ და აფერადებ.

თითქოს გუშინ იყო, ხელში რომ მეჭირა ახლად დაბადებული და ახლა უკვე რამხელა გოგოა!“, - წერდა გურამ შეროზია.

 ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ მოვამზადოთ პატარა ცხოვრების ახალი ეტაპისთვის - რეკომენდაციები მშობლებს, ვისაც შვილი პირველ კლასში შეჰყავს

შორენა ბეგაშვილის მოგზაურობა თურქეთში გრძელდება - „საოცარი და დახვეწილი ქალი“

ცნობილების შვილები სკოლაში - როგორ დაიწყეს ახალი სასწავლო წელი ვარსკვლავების ოჯახებში