მომღერალი ნინი ქარსელაძე სტუმრად იუთუბის ერთ-ერთ პოდკასტში იმყოფებოდა, სადაც პოლიტიკაზე, წინა ხელისუფლებასა და დღევანდელ, მმართველ გუნდზე ისაუბრა.
მისი თქმით, ამ ორი მთავრობის შედარება ერთმანეთთან უხერხულია, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ქუჩაში ადამიანებს კლავდნენ:
„დანაშაულად ვთვლი ბიჭების მკვლელობებს, ამ თემაზე დავასრულოთ ეს, რადგან ცოტა უხერხული მგონია ამ მთავრობის და იმ მთავრობის შედარება. ზუსტად ამ კუთხით. ის ადამიანები აწამებდნენ და კლავდნენ ქუჩაში ბიჭებს. სირცხვილია „ქართულ ოცნებაზე“ ამის თქმა და შედარება.
ეს არის ჩემი აზრი და აღარ მინდა ამ თემაზე საუბარი. ის ბავშვები, რომლებიც დღეს რუსთაველზე დგანან, თავად არიან შეცდომაში შეყვანილები“, - აღნიშნა ნინი ქარსელაძემ.
@withlovetim იხილეთ სრული ინტერვიუ ნინი ქარსელაძესთან ჩემს იუთუბ არხზე ინტერვიუ გადავიღეთ: @Podcast Corner ♬ original sound - Temuri Ebitashvili
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „იესო ქრისტე იძებნება ეკლესიაში...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
⭕გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა