Digest Logo

„დარჩება სტატისტიკურ საშუალო მაჩვენებლებთან ახლოს, რაც სეზონისთვის დამახასიათებელ სითბოს ვერ უზრუნველყოფს“ - კობა ფარტენაძე მაისის ამინდის პროგნოზს გვაცნობს

1777746619
ამინდის პროგნოზი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს გვიზიარებს.

როგორც იგი განმარტავს, მაისის პირველ დეკადაში საქართველოში კვლავ ცვალებადი და უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი:

„მაისის დასაწყისი საქართველოში - არასტაბილური და ნალექიანი...

მაისის პირველ დეკადაში საქართველოში კვლავ ცვალებადი და უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება.

დასავლეთ საქართველო: 2 მაისიდან მოსალოდნელია ხანმოკლე, პერიოდული წვიმა, ელჭექით.

აღმოსავლეთ საქართველო: 3 მაისიდან მსგავსი პირობები გავრცელდება - ღრუბლიანი დღეები და ხანმოკლე ნალექი.

ტემპერატურა ჯერჯერობით ვერ აღწევს იმ ნიშნულს, რაც გაზაფხულს შეეფერება. იგი დარჩება სტატისტიკურ საშუალო მაჩვენებლებთან ახლოს, რაც სეზონისთვის დამახასიათებელ სითბოს ვერ უზრუნველყოფს.

მაისის პირველი ათდღეული არასტაბილური იქნება, თუმცა ვარდობისთვე მაინც გვპირდება, რომ მეორე და მესამე დეკადაში მისი სურნელი და მზის სხივები უფრო მეტად დაგვატკბობს“, - წერს კობა ფარტენაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მხოლოდ მას ენდეთ ბოლომდე, ვინც თქვენი კოცნისას თვალებს ხუჭავს...“ - ტიბეტელი უხუცესების მნიშვნელოვანი რჩევები

🎥 „ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე მუშაობა, არ გაჩერდეთ, არ დანებდეთ“ - რას ამბობს ნუცა ბუზალაძე

„უსიამოვნება შეიძლება იყოს ფინანსების გამო...“ - მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის