Digest Logo

„ყველაზე სწრაფი გავრცელების ვირუსი სამყაროში არის ბედნიერება... მიყვარხართ მე თქვენ ძალიან“ - რას წერს ნატო დუმბაძე გრანდიოზული ქორწილის შემდეგ

1718712330
ნატო დუმბაძე

ცნობილი პროდიუსერის ნატო დუმბაძის უმცროსი ქალიშვილი ლიზი ქარცივაძემ ოჯახი შექმნა, მისი რჩეული მომღერალ მედეა მირიანაშვილის ვაჟი იკა ლოლაძეა.

ქორწილი და ხელმოწერის ცერემონია ყაზბეგში გაიმართა, რომელსაც შოუბიზნესიდან უამრავი ცნობილი პირი ესწრებოდა.

ნატო დუმბაძემ ახლახან სოციალურ ქსელში სამადლობელი პოსტი გამოაქვეყნა:

„ყველაზე სწრაფი გავრცელების ვირუსი სამყაროში არის ვირუსი, რომელსაც ჰქვია ბედნიერება, არ არსებობს იყო ბედნიერი თუ სხვასაც არ გადადებ და არ გააბედნიერებ!

იკამ და ლიზიმ ამ საოცარ დღეს ეს შეძლეს და დაგვავირუსეს!

მადლობა მათ ამისთვის!!  

მადლობა ლიზის მეგობრებს, რომლებიც დღეს უკვე ჩემი მეგობრებიც არიან და მართლა ჩემს ხელში გაიზარდნენ დაუღალავი შრომისთვის, მარიამ, მარიამ, ნატა, ელენე, ნატალია, ბევრნი ხართ და ყველას ალბათ ვერ ჩამოვთვლი დიდი მადლობა ყველას !  

მადლობა ჩემს უფროს შვილს სოფოს და ჯეჯი გომელაურს, რომლებმაც საოცარი ორგანიზება გაუწიეს ამ ულამაზეს ღონისძიებას! მადლობა ჯეჯი, სოფო. მადლობა ჩემს დიდი ხნის მეგობრებს სტეფანეს, თემურის, მაიას, ეკას, დათოს, მანანას, ნინოს, აჩიკოს საღამოს გალამაზებისთვის. მიყვარხართ მე თქვენ ძალიან. 

მადლობა Rooms Hotel Kazbegi თითოეულ პერსონალს და მენეჯერ ელენეს, რომელმაც ორი დღის განმავლობაში საოცარი პროფესიონალიზმით მიიღო და გააცილა ამდენი ჩვენი საყვარელი სტუმარი! მიუხედავად გადაღლისა მის სახეს ღიმილი არ მოშორებია!

მადლობა ელენე, უღრმესი მადლობა თქვენ ჩემო მეგობრებო, ნაცნობებო, უცნობებო უფალმა დაგილიცოთ შვილები! მადლობა თქვენ ჩვენი შვილების ბედნიერებამ რომ გაგახარათ!

მუდამ გახარებულები იყავით, ბედნიერება გადამდებია და ამ სივრცეშიც და ყველგან მხოლოდ ამ ვირუსით გამეგოს რომ დავაადებულიყავით! 

გთხოვთ მაპატიოთ, რომ პერსონალურად ვერ გადაგიხადეთ მადლობა.

თქვენი ნატო.

P.S. ცალკე მადლობა ახალგაზრდებს, რომლებმაც გაანათეს და ააკაშკაშეს ეს ულამაზესი ორი დღე!
საოცარი თაობა მოდის“, - წერს ნატო დუმბაძე. 

გავრცელებული ცნობით ქორწილი 2-დღიანი იყო, სადაც პატარძალმა და სტუმრებმა რამდენჯერმე გამოიცვალეს კაბები.

ნამდვილი ვარსკვლავთცვენა იყო, ასე აფასებენ სოციალურ ქსელში ქორწილს, რომელიც მართლაც გრანდიოზული იყო.

ასევე დაგაინტერესებთ: 

დაგეგმილი მატჩის პერიოდში, ავტობუსების ნაწილი, პიკურ დროში, განსაზღვრული რაოდენობით იმოძრავებს

🎥 როგორია საზოგადოების განწყობა და პროგნოზი დღევანდელი ისტორიული მატჩის შესახებ - ქუჩის გამოკითხვა

„რა ამაყად დგანან ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნებში, როდესაც უცხო მიწა-წყალზე სხვა ემოციით, გულში ჩამწვდომად გაისმება– „ჩემი ხატია სამშობლო“…“ - იოანე ხეცურიანის ემოციური პოსტი