Digest Logo

დაულეწეს თუ არა რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე ალა ქავთარაძეს ავტომობილი? - „საშობაო მოლოცვა სამეზობლოსგან!“

1672220295
ალა ქავთარაძის მანქანა

საქართველოს ევანგელიკურ-ბაპტისტური ეკლესიის დიაკვანი ალა ქავთარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ოჯახის პირადი მანქანა მეზობლებმა ჩაულეწეს. შემთხვევა თბილისში, სოფელ დიღომში მოხდა. ვანდალიზმის ამსახველ ფოტომასალას სოციალურ ქსელში თავად ალა ქავთარაძე ავრცელებს.

მანქანა წინა მხარის საქარე მინაზეა დაზიანებული. როგორც პოსტის კომენტარებიდან ირკვევა, ვიღაცამ დიდი ზომის „ლოდი“ აიღო და განზრახ ჩაარტყა ავტომობილს.

„საშობაო მოლოცვა სამეზობლოსგან“, - წერს ალა ქავთარაძე.

„ვაიმე, რატომ, ეს რა ბოროტებაა. შენ ხომ კარგად ხარ, ალა?“.

„ეს უკვე კრიმინალური ტერიტორიაა, იმედი მაქვს იჩივლეთ“.

„რამდენიმე კვირის წინ იგივე მდგომარეობაში დამხვდა ჩემი მანქანის უკანა მინა. უკანა საბარგულის გამოცვლა მომიხდა“, - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

შეკითხვას, მოხდა თუ არა ეს ყველაფერი რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე, ალა ქავთარაძე, ჯერჯერობით, უპასუხოდ ტოვებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„ძმა გარდამეცვალა ბიძაჩემთან ერთად. მანქანა აფეთქდა, შიგ ჩაიწვნენ... თითქმის 1 წელი იქ იყო, ძმაკაცი მოუკლეს“ - რას ჰყვება „თამაზა“

🎥 „კარგი დედიკო და შვილები“ - თამარ ივერმა ბავშვებთან ერთად პირდაპირ ეთერში ექსპრომტად იმღერა

🎥 როგორ გავრეცხოთ ქურთუკი ისე, რომ ახალივით გამოიყურებოდეს და რატომ არ შეიძლება გამათბობელთან ე.წ. „დუტის“ გაშრობა